workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გნომი – მეტსახელი, რომელიც მესის ბავშვობაში შეარქვეს

გნომი – მეტსახელი, რომელიც მესის ბავშვობაში შეარქვეს

არგენტინის ნაკრების წევრმა, ანხელ დი მარიამ, ახლახანს მიცემულ ინტერვიუში, ლიონელ მესი მოიხსენია მეტსახელით “გნომი”. ირკვევა, რომ “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავის სიმაღლე სახუმარო თემა არა მხოლოდ გულშემატკივრებში, არამედ ფეხბურთელებშიცაა.

როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ “ლა მასიაში” მყოფ, თანაგუნდელებთან კომუნიკაციაზე უარის მთქმელ მესის თანატოლები ამ მეტსახელით მოიხსენიებდნენ, მაგრამ არგენტინელს ამას ვერ უმხელდნენ.

“გაოგნებული ვიყავი, როდესაც მესი პირველად დავინახე. მე უკვე 1.7 მეტრი სიმაღლის ვიყავი, ის კი 1.5 მეტრსაც ვერ აღწევდა.” – იხსენებს როჟერ ჟიბერეტი, რომელიც მესისთან ერთად, “ბარსელონას” ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში თამაშობდა.

“ჩვენ ცოცხალი, მხიარული გუნდი გვყავდა, მაგრამ მესი კუთხეში იჯდა ხოლმე. ის მარტოსული და ჩუმი იყო.” – აცხადებს გუნდის მეკარე როჟერ ფრანჩი.

“მას შეეძლო, მთელი ვარჯიშის განმავლობაში, ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა. თუმცა, თამაშის დროს, აქეთ დაგვადუმებდა. შემდეგ კი, უბრალოდ ჩაალაგებდა და სახლში მიდიოდა.” – ეს გუნდის მეორე მეკარის, პო ტორასის სიტყვებია.

“ვხედავდით, რომ ის ჩვენზე გაცილებით უკეთესი იყო და რამდენიმე მცველმა გადავწყვიტეთ, ფეხებში რამდენჯერმე ჩაგვერტყა. გვაინტერესებდა, რა მოხდებოდა. თუმცა, ეს მცდელობა უშედეგო იყო. ის იმდენად სწრაფად მოძრაობდა, ვერაფერს ვასწრებდით. გვექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თუ მას იარაღიდან ესროდი, ბურთთან ერთად ტყვიას გვერდს აუვლიდა.” – აცხადებს რობერტ ფრანჩი.

როგორც ირკვევა, მესისა და თანაგუნდელებს შორის ურთიერთობა ვენეციაში გამართული ტურნირის დროს დათბა. სწორედ ამ ქალაქში გაეცნო ლეო თავის მეტსახელს – “გნომი”. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მესი თანაგუნდელს პირველად გაეხუმრა.

“ერთმანეთში საუბრის დროს, მას გნომად დიდი ხნის განმავლობაში ვიხსენიებდით. თუმცა, მას ამას არ ვუმხელდით, სანამ შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოდგა. ეს ვენეციაში მოხდა. მას შემდეგ, რაც ლეოს პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა, მას ვეუბნებოდით: “ეი, გნომო, როგორია მოხუცებთან?” და ყველა ვიცინოდით.” – აცხადებს როჟერ ჟილბერტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Irakli11
    schedule 24 იან 2018, 22:36
    #5

    გნომი კიარა ჯუჯა, გნომი რუსულადაა…

  • jaba1001
    schedule 24 იან 2018, 22:03
    #4

    დღესვინ არის გნომი კარგად ვხედავთ)))))))))))))))

  • ROUCH
    schedule 24 იან 2018, 21:47
    #3

    ფუ სირები, ფეხში ჩაგვერტყაო

  • messi and iniesta
    schedule 24 იან 2018, 21:42
    #2

    კაი კლიცკაა

  • becool
    schedule 24 იან 2018, 21:09
    #1

    ისტორიის ფეხბურთელს როგორ დასცინოდით თქვე ქინძებო თქვენა :დ