“ბილბაო” ევროპას უმიზნებს

“ბილბაო” ევროპას უმიზნებს

ხოანკინ კაპაროსის გუნდი ამ დროისთვის ძალიან კარგად გამოიყურება, რაზეც სატურნირო ცხრილიც ძალიან კარგად მეტყველებს. 2003/04 წლების სეზონის შემდეგ ასეთი შედეგისთვის მათ ჯერ არ მიუღწევიათ – “ბილბაო” მეხუთე ადგილზეა!

ბოლო ხუთი თამაშიდან, ბასკებმა 4–ჯერ შეძლეს 3 ქულის მოპოვება და მხოლოდ ერთხელ დარჩნენ “მშრალზე”. ეს კი “ლა ლიგას” უკანასკნელ ტურში მოხდა, როდესაც “ატლეტიკი” “მალიორკას” სტუმრობდა. ბასკები თავისი ძალის დემონსტრირებას ძირითადად საკუთარ მოედანზე ახდენენ ხოლმე და ეს ამ სეზონშიც ასეა. მათ “სან მამესზე” მხოლოდ 9 ქულა აქვთ დაკარგული. გუნდის ანგარიშზე 37 გოლია, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფ “ვალენსიას” მეტოქის კარი მხოლოდ 38–ჯერ აქვს დალაშქრული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ 37 გოლიდან 13 ლორენტეს ეკუთვნის. ფეხბურთელს, რომელიც ბომბარდირთა დავაში ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და დავიდ ვილიას შემდეგ დგას.

უკვე 7 სეზონია, რაც ბასკებს ასეთი შედეგისთვის არ მიუღწევიათ. ისინი მეხუთე ადგილზე არიან. 2003/04 წლებში, როდესაც “ბილბაოს” ასეთივე შედეგისთვის ქონდა მიღწეული, გუნდში გამოდიოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა ურსაისი, ესკერო, დელ ორნო და ეჩებერია, რომელთაც სათავეში ერნესტო ვალვერდე ედგათ.

ხოაკინ კაპაროსი “ბილბაოს” 2007 წლიდან, “დეპორტივოს” დატოვების შემდეგ წვრთნის. პირველ სეზონში ამ დროისთვის მისი გუნდი 26 ქულით, მეთხუთმეტე ადგილზე იმყოფებოდა. ერთი წლის შემდეგ მან მაჩვენებელი 30 ქულამდე გაზარდა, ხოლო გასულ წელს, ბასკური გუნდის ანგარიშზე 37 ქულა გახლდათ. ახლა კი კაპაროსსა და მის შეგირდებს თავი შეუძლიათ 38 ქულით მოიწონონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხოაკინის გუნდის მაისურით თავს მხოლოდ ბასკი ფეხბურთელები იმშვენებენ.

ფერნანდო ლორენტე ბასკების მთავარი დამრტყმელი ძალაა. მის ანგარიშზე 13 გოლია, რომელთა უმრავლესობაც (8 გოლი) თაური დარტყმის მეშვეობით არის გატანილი. მოგეხსენებათ დეკემბერში კატალონიელებმა ბასკები საკუთარ მოედანზე, “სამეფო თასის” შეხვედრის გასამართად მიიღეს. ამ მატჩში კი მონაწილეობას ვერ იღებდა ფერნანდო ლორენტე. ასე, რომ ჩვენ ხვალ შეგვიძლია ვნახოთ თუ რა შეუძლია მას “ნოუ კამპზე”. იმედი მაქვს, რომ მორიდებას გამოიჩენს და ცოტა ხნით გოლებისგან საკუთარ თავს დაასვენებს. ჯერ მხოლოდ 23 ტურია გასული. ასე, რომ გოლების გატანას სხვა დროსაც მოასწრებს…

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია