“ბარსელონას” მარჯვენა მცველი ნელსონ სემედუ “ბეტისთან” მოგებული თამაშის (5:0) შემდეგ კომენტარს აკეთებს და ლიონელ მესიზეც საუბრობს.
“რთული თამაში და მნიშვნელოვანი მოგება იყო. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან “ბეტისი” ჩვენზე ზეწოლას პირველივე წუთიდან ახდენდა. შესვენებამდე ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. მეორე ნახევარი ძალიან კარგად დავიწყეთ და მეტოქემ ვერ გაგვიძლო.
პირველი გოლი საკვანძო გამოდგა. ყოველთვის კარგია ისეთ გუნდთან თამაში, რომელიც საკუთარ საჯარიმოში არაა გამოკეტილი.
მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მინდა, მასთან ერთად ჩატარებული ყველა ვარჯიშითა და თამაშით სიამოვნება მივიღო.” – ციტირებს სემედუს სიტყვებს AS.
ამას კარგი თამააში უნდა ძმა