“ბეტისი”-“ბარსელონა” – ლუის სუარესი სასტარტოში ბრუნდება

“ბეტისი”-“ბარსელონა” – ლუის სუარესი სასტარტოში ბრუნდება

“ბარსელონას” ურუგვაელი ვარსკვლავი ლუის სუარესი, “ესპანლიონთან” მატჩის სათადარიგოზე დაწყების შემდეგ, “ბეტისთან” შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება.

სუარესი შესანიშნავ ფორმაშია, “ბარსელონას” კი, “ბეტისთან” მატჩამდე, ესპანეთის ჩემპიონატში უახლოეს მდევართან 8-ქულიანი უპირატესობა აქვს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ურუგვაელ ფეხბურთელს “ესპანიოლთან” მატჩი ძირითადში არ დაუწყია და ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ კატალონიურმა გრანდმა გოლის გატანა ვერ შეძლო. “ბარსამ” ნოემბერში გამართული “იუვენტუსთან” უგოლო მატჩის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა.

სუარესმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ახლა მასში ეჭვი აღარავის ეპარება. ლუისს უკვე ხშირად გააქვს გოლები და ის, ლიონელ მესის შემდეგ, პრიმერას 2017/18 წლების გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

სუარესისთვის “ბეტისი” შესანიშნავი მეტოქეა. მის ანგარიშზე სევილიურ კლუბთან გამართულ 4 მატჩში 7 გოლია, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ურუგვაელი ვარსკვლავი დღეს კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • messi and iniesta
    schedule 21 იან 2018, 18:26

    სურო უეწველი გაიტანს

    ციტატა: Luis Suárez 9
    TSL-ია smirk smirk


    არა გონია ბეტისი მაგარფეხბურთს თამაშობს

  • temo24
    schedule 21 იან 2018, 16:46

    დღეს ვაწამებთ ბეტისს

  • Luis Suárez 9
    schedule 21 იან 2018, 16:04

    TSL-ია smirk smirk

  • ბექა
    schedule 21 იან 2018, 14:38

    Midi jeka oghond dzaan bevrs nu gautan mament codvebi arian:D

  • KoCheQsa
    schedule 21 იან 2018, 14:20

    მიდი ჯეკაა )) ♥

  • LORD VOLDERMORT
    schedule 21 იან 2018, 14:13

    არავის არ ეწყინოს მაგრამ მგონია ბარსა გატეხავს დღეს, ხომ იცი ახლა წავა ინტრიგები და ამბები 1-2მატჩს გატეხავს ბარსა, ბოლოს იქნება სხვაობა 10 ქულა და ბოლო 10 ტური იქნება იმენა ბრდგვნა ერთმანეთის :დ

  • Johan Cruyff 14
    schedule 21 იან 2018, 14:07

    ელ პისტოლერო

  • neo222
    schedule 21 იან 2018, 13:35

    ჯეკა 2 გოლი დღესსს

  • F.Coutinho
    schedule 21 იან 2018, 13:17

    ციტატა: publius kornelius
    1-3 aris leos Suas da dembos golebi


    დემბო დალეწილია ცნობისთვის

  • Barcelona 4ever
    schedule 21 იან 2018, 13:17

    ციტატა: publius kornelius
    1-3 aris leos Suas da dembos golebi


    დემბელე ჯერ ვერ ითამაშებს ტრამვა აქვს

  • Givibarca
    schedule 21 იან 2018, 13:15

    მიდი ჯეკაა შე კვერცხო