“ჰებეი ჩაინა ფორჩუნის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ადასტურებს, რომ მისი კლუბი “ბარსელონას” უნივერსალის, ხავიერ მასკერანოს შეძენას აპირებს.
“ვგეგმავთ, რომ მასკერანო ჩვენთან გადმოვიდეს. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავაკვირდეთ “ბარსელონაში” მის სიტუაციას, მაგრამ ხავიერით ძალიან ვარ დაინტერესებული. მისი დებიუტი “რივერ პლეიტში” ჩემი ხელმძღვანელობით შედგა. მასკერანო ლიდერია. ის ჩინეთის ჩემპიონატს კარგად მოერგება”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Marca.




Maskas karieris dawyebac da damtavrebac sheni xvedri yopila, shegargos chinur kombostosavit.
წაიყვანე რა პრობლემაა მზით გაცვითე.