ჩვენ ვნახეთ თუ როგორ უნდა გადახვიდე დაცვიდან შეტევაში, ანუ კონტრშეტევაზე ისე, რომ არცერთი წამის მეასედი არ დაკარგო. ვნახეთ პოზიციური შეტევები “ბარსელონას” მხრიდან, კონბინაციები ორივე გუნდის შესრულებით, ეგრეთ წოდებული “ბურთის დამალვა” მეტოქისათვის, რაც მთავარია “ქამბექი” ბოლო 10 წუთში, ასევე ულამაზესი გოლები, საგოლე გადაცემები და ა.შ. მოკლედ ვნახეთ ყველაფერი რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი და რისთვისაც ამ სპორტს ნომერ პირველად ვაღიარებთ. მოდით უფრო დეტალურად გავარჩიოთ ეს მართლაც, რომ შესანიშნავი მატჩი, გთავაზობტ სტატისტიკურ ანალიზს.
მატჩი ასე დაიწყო. ყველამ თავისი ფეხბურთელი “აიყვანა”, განსაკუთრებით ეხებათ ეს “ლონდონელებს”. მათ პირველ რიგში შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გამოთიშეს თამაშიდან ნუ თამაშის დასრულების დროს მაინც მესი ჩავი და ინიესტა და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება მათ შორის სივრცეები არ იყო თავისუფალი. თუკი ასე მოხდებოდა, მესი ჩავი და ინიესტა თავის სტილში შეძლებდნენ ბურთის ტარებას, მაშინ “არსენალი” ნამდვილად დამარცხდებოდა.
გენიოსი არსენი – ნომერი 1 მან ყველანაირად შეძლო ამ ტრიოს მაქსიმალურად ჩაკეტვა და მათ შორის სირვრცეების ამოკეტვა. ნუთუ ალექს სონგი მართლაც ასეთი ხისტი ფეხბურთელია ? არა, ეს მწვრთნელის დავალება იყო, იგი რაც შეიძლება ხისტად შეხვედროდა ამ ტრიოს და საერთოდ ყველა “ბლაუგრანელს”. უილშერი, რომელიც უნაკლოდ გაისარჯა, იგი მატჩში ერთ–ერთი საუკეთესო იყო.
ახლა რაც შეეხება მატჩს, მას დეტალურად მივყვეთ. თავიდან გუნდებმა შეცდომებით დაიწყეს და ეს მოსალოდნელიც იყო, ორივე გუნდი ღელავდა. პირველი 10 წუთის შემდეგ “ბარსელონამ” ხელთ იგდო უპირატესობა და შეტევები წამოიწყო. მესის მომენტი, იგი ვილიას გადაცემის შემდეგ გადის ერთი – ერთზე, თითქოსდა კარგად ატყუებს მეკარეს სვავს მას მოედანზე, მაგრამ…, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა არგენტინელს, ყველას უკვე გოლი ეგონა, მესი ასეთ სიტუაციებს უბადლოდ ასრულებს, მაგრამ ყველაფერი ხდება.
ამის შემდეგ “ბლაუგრანამ” კვლავ შეუტია, მესი – ვილიას დუეტმა კვლავ იმოქმედა. ჯურუ და კოშელნი ცდილობდნენ ვილია დაეტოვათ თამაშგარეში, მაგრამ არ გამოუვიდათ, მესის გადაცემა – დაცვა იჭრება და ვილია იყენებს თავის შანს და ტაბლოზე 0:1 ეწერება, დადუმებული “მეთოფეები” და ჟრიამულით მოცული “კულე”, რომელიც სტადიონზე დაახლოებით 3 ათასამდე იყო.
ამის შემდეგ “ბარსელონამ” ბურთი დაიჭირა და “არსენალს” დიდი ხნის განმავლობაში არც კი მიაღებინა. შემდეგ მომენტი პედროსაც ქონდა, მესიმაც გაიტანა გოლი… მაგრამ, მაგრამ ნიკოლა რიცოლის გადაწყვეტილებით იგი არ ჩაითვალა, სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება თავად განსაჯეთ.
მესიმ უკან დაიწია და შეეცადა ჩავი– ინიესტას დუეტი ტრიოდ ექცია. “ბარსელონამ” დაიწყო ბურთის კომბინირება და პირველი ტაიმი ასე გადააგორა.
შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ “ბარსელონას” რომ მოენდომებინა “არსენალს” კიდევ 2 გოლს გაუტანდა და მეორე ტაიმში ამას ვერაფერი დაუდგებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში “ბლაუგრანელები” უნიათოდ გამოიყურებოდნენ. ისინი თითქოსდა არ ან ვერ უტევდნენ. “არსენალის” ფეხბურთლები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უტევდნენ, პოზიციურად და არა კონტრშეტევებით, მაგრამ დიდ ხიფათს მაინც ვერ ქმნიდნენ.
არსენ ვენგერმა სიტუაცია სწორად შეაფასა და მოედანზე ბენდტნერი და არშავინი გამოიყვანა, იგი ფაქტიურად ვა ბანკზე წავიდა (გენიოსი – ნომერი 2). ნუთუ რომელიმე მწვრთნელი ასე გარისკავდა ? ნუთუ “ბარსელონასთან” ისე წავიდოდა შეტევაში , რომ უკან არ მოიხედავდა ? მაგრამ გარისკა არსენმა და ბოლოს როგორც გაირკვა გამართლდა მისი “გარისკვა”. ამ დროს ხოსეპ გვარდიოლამ მოედანზე სეიდუ კეიტა შმოიყვანა დავიდ ვილიას ნაცვლად.
მოედანზე ასეთი სიტუაცია შეიქმნა. კეიტა და ჩავი ნახევარდაცვაში, მესი და ინიესტა მათ წინ, პედრო კი გამოკვეთილი ვინგერ – ცენტრფორვარდი. “ბარსელონა” შეეცადა ბურთი დაეჭირა, მაგრამ არ გამოუვიდა, მესი – ჩავი და ინიესტა მაქსიმალურად დაშორდნენ ერთმანეთს, ამით “არსენალმა” ისარგებლა და ბურთზე კონტროლი საბოლოოდ დააწესა.
ბრწყინვალე “ქამბექი”
თამაში ნელ – ნელა დასასრულისაკენ მიდიოდა, არავის ეჯერა იმის, რომ “ბარსელონა” ამ მატჩს წააგებდა, შესაძლოა “არსენალს” გოლი გაეტანა, მაგრამ არა 2. ის მცირერიცხოვანი გულშემატკივარი, რომელიც “ემირატებზე” იმყოფებოდა ზეიმობდა გამარჯვებას, მაგრამ არა, ეს გამრაჯვება ჰაერივით გაფრინდა.
ამ მატჩამდე 8–10 დღის წინ ბრწყინვალე “ქამბექი” განახორციელა “ნიუკასლმა” სწორედ “მეთოფეებთან”, ახლა კი თვით “მეთოფეებმა” “ბარსელონასთან”. 78 – ე წუთი თითქოსდა არაფრის მომცემი პოზიციური შეტევა, ყველაფერი “ბანალური შეტევებით” მთავრდება, ან დარტყმა რომელსაც ხიფათი არ მოსდევს, ანდაც მცველებს ამოაქვთ ბურთი და იწყებენ კვლავ ლოდნონელები ახალ შეტევას. მაგრამ არა, სულ არაფრიდან გადის გოლი, გადაცემა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან ურტყავს ვან პერსი, ვიქტორ ვალდესი პასის ჩაჭრაზე მიდიოდა, მაგრამ იმდენი ვერ გათვალა, რომ იმ მომენტში პერსის შესაძლოა კარში დაერტყა და გავიდა გოლი, აფეთქდა ემირეითს სთედიუმი”.
“ბარსელონა” შეეცადა მოედნის ნახევარზე გადასულიყო და ბურთი დაეჭირა, მაგრამ ამაოდ. “არსენალელებმა” დაიჭირეს კატალონიელები კონტრშეტევაზე და ნასრი – არშავინის დუეტმა ყველაფერი უბადლოდ შეასრულა. არშავინმა, რომელიც ცვილებაზე გამოვიდა გაიტანა გადამწყვეტი გოლი. ყველასთვის სამწუხაროდ დასრულდა ეს მატჩი, საფეხბურთო “მასტერ– კლასი”, “გახსნილი გუნდების ჭიდილი”, “ლამაზი თამაშის ანალოგი”, როგოროც გინდათ უწოდეთ დასრულდა პირველი შეხვედრა ლონდონელებსა და კატალონიელებს შორის.
და რაც ყველაზე მთავარია ვნახეთ ამ მატჩში ის თუ როგორ შეიძლება “ბარსელონას” დამარცხება, ეს ყველაზე მთავარი იყო სწორედ ამ მატჩში.
მაგრამ ახლა დამთავრებული ყველაფერი როდია ? წინ “კამპ ნოუა” , სტადიონი სადაც “ბარსელონა” 2 მაგად და 5– მაგად მოტივირებული გადის მოედანზე, “ბარსელონა” თავის ერთგულ გულშემატკივარს ყოველთვის ახარებს, კატალონიელებს 1:0 – იც შველით. ნუთუ არ შესწევს “ბარსელონას” იმის შანსი, რომ ერთი გოლი გაიტანოს ამ შეხვედრაში ? რა თქმა უნდა კი, ამიტომაც ამ მატჩში ინტრიგა კვლავ არსებობს.
ყველაფერი 8 მარტს გადაწყდება, ამ ორ გუნდს შორის თუ ვინ გავა პროგნოზირება კვლავ რთულია. ყველაფერი “კამპ ნოუზე” დამტკიცდება, დამტკიცდება ის, რომ “ბარსელონა” კვლავაც საუკეთესოა და ის ლონდონური მარცხი არაფერს ნიშნავდა, ანდაც დამტკიცდება ის, რომ “ბარსელონა” დაუმარცხებელი არ არის. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.



