ბოლო პერიოდში, როგორც წესი მესისა და ჩავის მაისურებზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნაა. მატჩის შემდეგ, ”ბარსას” მეტოქე გუნდების ფეხბურთელები განსაკუთრებით ამ ორი ფეხბურთელის მაისურის მოპოვებას ცდილობენ. გამონაკლისი არც ”ემირეითსის” სტადიონი ყოფილა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისა და მსოფლიოს ჩემპიონის მაისური ხელში ჯეკ ვილშერმა ჩაიგდო.
ოთხშაბათს, ლონდონის ”ემირეითსის” სტადიონზე გამართული ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ჯეკ ვილშერმა ჩავიერ ერნანდესისა და ლიონელ მესის მაისურები მოიპოვა. ვილშერი და მამამისი სიამოვნებით პოზირებდნენ ფოტოგრაფების წინაშე მოპოვებულ ”ჯილდოებთან” ერთად. ”არსენალის” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან ამაყობდა თავისი ახალი საჩუქრებით და ამის შესახებ ამცნო საკუთარ მომხმარებლებს სოციალურ ქსელში Twitter.