მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ

ვალვერდე: ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ესპანიოლთან” შეხვედრა შეაჯამა და მოწინააღმდეგეებს გამარჯვება მიულოცა.

“ის გავაკეთეთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. ვცადეთ, თამაში ჩვენ გაგვეკონტროლებინა, უპირატესობა მოგვეპოვებინა და ეს მოვახერხეთ კიდეც, მაგრამ მეტოქემ თავი კარგად დაიცვა. არ ვიცი, შეიძლება თუ არა, წაგება მესის გამოუყენებელ თერთმეტმეტრიანს დავაბრალოთ, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ თამაშებში საგოლე მომენტებზე უფრო დიდი მნიშვნელობა მოედანზე შექმნილ ატმოსფეროს აქვს.

“ესპანიოლი” სივრცეებს კეტავდა, ჩვენგან თავს იცავდა, “ბარსამ” კი გატანა ვერ მოახერხა და ეს საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა.

ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. “ესპანიოლს” გამარჯვებას ვულოცავ, მაგრამ მალე მათ “კამპ ნოუზე” ველით. საბოლოოდ, გამარჯვებული ის იქნება, ვინც უფრო დიდი სხვაობით მოახერხებს გამარჯვებას”. – განაცხადა ვალვერდემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Bakero
    schedule 18 იან 2018, 23:34

    ვალიკო სკამს (დინი ,ალენია , დენისი , ვიდალი , რაფინია ) რომ არ შეიძლება ენდო ბოლომდე იმედია მიხვდი !

  • mesi_10
    schedule 18 იან 2018, 19:07

    ესპანიოლს კამპ ნოიზე დამაარსებელს და დამპროექტებელს მოვუტ……რიალებთ.

  • BARCAMAN10
    schedule 18 იან 2018, 18:35

    ეს წაგება ცოტა აზრზე მოგვიყვანს, კამპნოუზე კი ადვილად მოვუგებთ ესპანიოლს, არაფერია საშიში