“ატლეტიკო” “ბარსელონას” განაპირა მცველით, ალეიშ ვიდალითაა დაინტერესებული. AS-ის ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს ფლანგის გაძლიერება სურს.
“ბლაუგრანას” უახლოესი მდევარი მზადაა ალეიშისთვის ბრძოლაში კონკურენცია “სევილიას” გაუწიოს. ანდალუსიურ კლუბს დიდი ხანია სურს ვიდალის დაბრუნება.
როგორც ხედავთ, ესპანელი მოთამაშე “ლურჯ-შინდისფერთა” გეგმებში არ შედის. კლუბი მზადაა ვიდალი არენდით გაუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სეზონის ბოლოს 10 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.



