“ინტერი” “ბარსელონასთან” რაფინიას ტრანსფერზე შეთანხმებას გეგმავს, იტყობინება Football Italia. წყაროს ინფორმაციით, იტალიური კლუბის სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო კატალონიის დედაქალაქში მოსალაპარაკებლად გაემგზავრა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერს” 24 წლის მოთამაშის იჯარით აყვანა და გამოსყიდვის უფლების მოპოვება სურს. “ნერაძური” მზადაა 18-20 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გადაიხადოს, კატალონიელები კი ათით მეტს ითხოვენ.
რაფინიას ხელშეკრულება “ბარსელონასთან” 2019-20 წლების სეზონამდეა გათვლილი.
ეს ტრავმებმა მოკლა თორემ ტიაგოზე უკეთესი იგროკი იქნებოდა დღეს
Es ukve gasashvebia
არადა სანამ ტრამვას მიიღებდა როგორ მოუმატა მაგ პერიოდში 🙁