“ბარსელონას” ტექნიკური მდივანი, რობერტ ფერნანდესი ესპანეთის ქალაქებში მოგზაურობას და სხვადასხვა თამაშზე დასწრებას აგრძელებს. ამჯერად, ჟურნალისტებმა ის ვალენსიაში, “ლევანტე”-“სელტას” მატჩზე შენიშნეს. ფერნანდესთან ერთად იმყოფებოდა მისი მარჯვენა ხელი, ურბანო ორტეგა, ასევე ორივე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ვისენტე როდრიგესი.
უცნობია, ვის აკვირდებოდნენ კატალონიური გრანდის წარმომადგენლები, ოფიციალური ინფორმაციით “ბარსა” ამ გუნდის არცერთი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული არაა. რაც შეეხება შეხვედრას, ის ვიგოელებმა მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგეს.




Achkarikam neta ra chaipikra?
ხო არაააა არავის არ აკვირდებოდა უბრალოდ ესპანეთის ორი ტიტანის თამაშს ადევნებდა თვალს