დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე “ბარსელონა” “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.
სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი:
“სოსიედადი” – კარლოს მარტინესი, ინიგო მარტინესი;
“ბარსელონა” – სამუელ უმტიტი, ფილიპე კოუტინიო, პაკო ალკასერი, ნელსონ სემედუ.
სიახლეები:
– მასპინძელთა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, ინიგო მარტინესი, რომლითაც არც ისე დიდი ხნის წინ “ბარსელონა” იყო დაინტერესებული, ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს;
– კატალონიელებს დაუბრუნდათ სერხიო ბუსკეტსი, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო წინა ტურში, “ლევანტესთან” ვერ ითამაშა;
– “ბარსელონამ” იანვარში ორი მოთამაშე შეიძინა, მაგრამ “ანოეტაზე” ვერცერთ მათგანს ვერ ვიხილავთ. კოუტინიოს ტრავმა აქვს და ის კიდევ დაახლოებით 2 კვირას გამოტოვებს, იერი მინა კი განაცხადს მიღმა მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა.
ფაქტები:
– ლა ლიგაში ჩატარებული უკანასკნელი 25-დან 23 თამაშში “ბარსელონას” 2 ან მეტი გოლი აქვს გატანილი;
– ბოლო 4 მატჩში მათ კარი მშრალად აქვთ შენახული;
– “სოსიედადის” ბოლო 9 საშინაო თამაშში 2 გოლზე მეტი გავიდა, ისევე როგორც “ბარსას” ბოლო 3 თამაშში;
– გუნდების ბოლო 3 დაპირისპირებაში კატალონიელებმა ყველა ტაიმის მოგება მოახერხეს.
სატურნირო მდგომარეობა:
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებას “ბარსელონა” 48 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, მადრიდის “ატლეტიკოს” 6 ქულით უსწრებს. თანაც, დედაქალაქელებს ერთით მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული, “სოსიედადი” კი 23 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.




იწყებაააა[u][/u]
ვამოს ბარსაა დღეს ვიგებთ <3
ძალიან საინტერესო მატჩია მე ლოგიკურად ბარსელონასკენ ვარ დღეს მაგრამ სოდიედადი სახუმარო გუნდი არაა.
ეს თუ მოვიგეთ ლა ლიგა ჩვენია ისედდაც მაგრამ მაიინც
Vigebt visca El barca!
აუცილებელია 3 ქულის წამოღება!
პროსტო პრინციპის ამბავია რა 3 ქულა რა ,