workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარსელო: ”არჩევანი რომ მქონდეს ”ბარსელონადან” ”რეალში” გადავიყვანდი პედროს”

მარსელო: ”არჩევანი რომ მქონდეს ”ბარსელონადან” ”რეალში” გადავიყვანდი პედროს”

მადრიდის ”რეალის” მცველმა, მარსელომ ხოტბა შეასხა კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელს, პედრო როდრიგესს, იტყობინება ესპანური გამოცემა AS. ბრაზილიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ პედრო ”ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის ფიგურაა.

””ბარსელონადან” ”რეალში”  ერთი ფეხბურთელის გადაყვანის საშუალება რომ მქონდეს, არჩევანს პედრო რიდრიგესის სასარგებლოდ გავაკეთებდი. ის ნომინალური თავდამსხმელია, თუმცა ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს მოედანზე და ეხმარება გუნდს. მასზე არ საუბრობენ ბევრს, მაგრამ სინამდვილეში პედრო კატალონიელებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის ფიგურაა.” – განაცხადა მადრიდის ”რეალის” მცველმა, მარსელომ.

შეგახსენებთ, რომ პედრო როდრიგესმა ”ბარსელონას” კარიერა 2004 წელს დაუკავშირა. 2007-2009 წლებში ის ”ბარსა ბ”-ს საკუთრება იყო. ამჟამად ის ”ბარსელონას” პირველი გუნდის მუდმივი წევრია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 19 გოლია. 12 გოლი მან ესპანეთის ჩემპიონატში გაიტანა, 3 ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო 4 ესპანეთის თასის გათამაშებაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward