მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “ესპანიოლს” ლა ლიგაში საუკეთესო სეზონი არ აქვს, მაგრამ ესპანეთის თასი სხვა ტურნირია

ვალვერდე: “ესპანიოლს” ლა ლიგაში საუკეთესო სეზონი არ აქვს, მაგრამ ესპანეთის თასი სხვა ტურნირია

რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ ესპანეთის თასის 1/4 ფინალში “ბარსელონას” მეტოქე “ესპანიოლი” იქნება. მოსალოდნელ დაპირისპირებაზე კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე საუბრობს.

“დერბი ყოველთვის გამორჩეული, მიმზიდველი და სანახაობრივი მატჩია. თანაც, გუნდებს მოგების მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსი აქვთ. გამარჯვებულისთვის კი შესანიშნავი ჯილდოა – შემდეგი ეტაპის, ნახევარფინალის საგზური. 

“ესპანიოლს” განსაკუთრებული სეზონი ნამდვილად არ აქვს, მათ რთული მატჩების ჩატარებაც მოუხდათ, მაგრამ კოპა დელ რეი სხვა ტურნირია და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მდგომარეობას აქ დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ”. – ამბობს ვალვერდე.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური დერბი მიმდინარე სეზონში უკვე შედგა. პრიმერა დივიზიონის მე-3 ტურში ვალვერდეს შეგირდებმა “ესპანიოლი” დიდი ანგარიშით, 5-0 დაამარცეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • becool
    schedule 12 იან 2018, 21:40

    ცენტრალური ფორვარდის დამატება გვჭირდება.

  • SHOTAMESSI10
    schedule 12 იან 2018, 21:26

    ჩინელები "ბარსას" მესის სანაცვლოდ 1 მილიარდს სთავაზობდნენ ჩინური გუნდები რომ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობენ, ეს ამბავი არახალია. დღეს კი ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

    ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა კატალონიის "ბარსელონას" ლეო მესის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 1 მილიარდი ევრო შესთავაზა.

    როგორც ცნობილია, აღნიშნული ფაქტი 2016 წლის ზაფხულში დაფიქსირდა. თუმცა, აზიელებმა როგორც ფეხბურთელისგან, ასევე კლუბისგანაც უარი მიიღეს.