“სელტასთან” გამარჯვების შემდეგ ივან რაკიტიჩი, რომელმაც ერთი გოლის გატანა მოახერხა, თამაშით კმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა აცხადებს, რომ კლუბს ჯერ არაფერი მოუგია და მთავარი ისევ წინაა.
“ალბათ, ეს თამაში ვალვერდეს ერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაგრამ ყველაზე ცუდი შეხვედრის ჩატარებაც აუცილებლად მოგვიწევს და საქმის ბოლომდე მიყვანა ადვილი არ იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე შემდეგ ეტაპზე, სხვა გუნდებიც ძლიერები არიან და იმედი მაქვს, ეს წარმატებული სერია დიდხანს გაგრძელდება”. – ციტირებს ხორვატის სიტყვებს Marca.


