“ბარსელონამ” სეზონის დასაწყისში ორი ცენტრალური მცველი გაუშვა დიმიტრი ჩიგრინსკი და რაფაელ მარკესი. გუნდში შემცვლელ მცველად კი გაბი მილიტო დაიტოვა. მაგრამ გაბი ტრავმებმა დატანჯეს, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში აბიდალი იკავებს ცენტრალური დაცვის პოზიციას თამაშებში თუ პიკე ან პუიოლი დაშევებულია, ანდაც გვარდიოლას სურს როტაცია მოახდინოს.
გუშინდელი მარცხი “ბარსელონელთათვის” სეზონში მეოთხე იყო. “სევილია” 3:1, “ბეტისი” 3:1, “ერკულესი” 2:0 და გუშინდელი მატჩი 2:1. აღსანიშნავია, რომ არცერთ თამაშში კარლეს პუიოლს მონაწილეობა არ მიუღია, მეტიც– “ლა ლიგაში” კატალონიელებს ორი ფრე აქვთ “მალიორკასთან” და “სპორტინგთან” ორივე ანგარიშით 1:1, არც ამ მატჩებში მიუღია მონაწილეობა “ბარსელონას” კაპიტანს.
ფაქტი სახეზეა, ამ სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც კარლეს პუიოლი ძირითად შემადგენლობაში გვევლინება გუნდს დაცვაში არაფერი უჭირს, ხოლო როდესაც იგი არ არის მოედანზე, დაცვა არ გამოიყურება ისე დამაჯერებლად როგორც კარლესის დროს.



