როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირება “არსენალის” გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. გთავაზობთ ორივე გუნდის ფეხბურთელთა მატჩისშემდგომ კომენტარებს.
სესკ ფაბრეგასი:
“ჩემი აზრით, დღევანდელი “ბარსელონა” ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. ეს მხოლოდ პირველი შეხვედრა იყო, ახლა შესვენების დროა. სასიამოვნო იყო გამარჯვება, მაგრამ თუ ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებს “კამპ ნოუზე” ვერ გამოვავლენთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება”.
ჩავი ერნანდესი:
“ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო. ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ვერ ვახერხებდით ბოლო ზუსტი დარტყმის განხორციელებას.
“არსენალმა” ჭკვიანურად გამოიყენა თავისი თავისი საუკეთესო თვისებები, ამის მიუხედავად, ბურთს მაინც ჩვენ ვფლობდით, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ შევძელით, არადა მომენტები საკმარისზე მეტი გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ანგარიში არასამართლიანია
ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ და ვიცით, რომ განმეორებითი მატჩიც არ იქნება ადვილი. გვჯერა, რომ “კამპ ნოუზე” სასურველ ანგარიშს დავაფიქსირებთ”.
რობინ ვან პერსი:
“ჩვენ ვიცოდით, რომ თუ დაცვაში ჩავდგებოდით, ისეთი კლუბი, როგორიც “ბარსელონაა”, აუცილებლად დაგვამარცხებდა. ჩვენ ვალდებული ვიყავით მათ სტილში გვეთამაშა. საბოლოო ჯამში ფანტასტიურ შედეგს მივაღწიეთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვამხნევებდნენ”
დანი ალვესი:
“ვფიქრობ, ძალიან დამწუხრება არ ღირს. გამარჯვებულის ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა. გულშემატკივრებს მატჩი უნდა მოსწონებოდათ, პირველ ტაიმში მშვენივრად ვითამაშეთ. გამარჯვება ხელში გვეჭირა, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. საშიში არაფერია, არ ღირს პანიკის შექმნა. ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა! აქ გაამრჯვება არც ისე იოლია. ისევე, როგორც შარშან, წელსაც იმედგაცრუებულნი ვტოვებთ ლონდონს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კატალონიაში ბევრად უკეთ ვითამაშებთ”.
ვიქტორ ვალდესი:
“ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ შანსებს ვერ ვიყენებდით. იმედი მაქვს განმეორებით მატჩის შემდეგ 1/4 ფინალში ვიქნებით. აუცილებელია კარგად მომზადება, იმედი მაქვს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან. “კამპ ნოუზე” დადებითი შედეგის მიღწევა სავსებით შესაძლებელია”.
დავიდ ვილია:
“არსენალი” ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. გოლის გატანა ლონდონში ეს უკვე ბევრს ნიშნავს. საკუთარი გულშემატკივარის წინაშე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ “ჩემპიონთა ლიგაზე” ასპარეზობა”.
მაქსველი:
“”არსენალმა” ძალიან კარგი ითამაშა, ლონდური კლუბი ძალიან კარგი გუნდია, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ყავთ. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით, ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება შემდეგში. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა იმის, რომ ჩვენი გულშემატკივარის თვალწინ მივაღწევთ გამარჯვებას”.
თარგმანი: Giorgiii.M და Blaugrana_Ika



