“ბარსელონა” კოუტინიოს სანაცვლოდ 160-მილიონიან წინადადებას ამზადებს, იტყობინება The Times.
“ლივერპული” 120 მილიონს ერთჯერადად მიიღებს, ხოლო დარჩენილ თანხას ბონუსის სახით. ეს წინადადება ბევრად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ის, რაც “ლურჯ-შინდისფრებმა” ზაფხულში წარადგინეს. კატალონიელები რამდენიმე თვის წინ მერსისაიდელებს დამატებით თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰპირდებოდნენ, თუ კოუტინიო ნაკლებად რეალურ შედეგებს მიაღწევდა – იგულისხმება “ბარსასთან” ერთად “ოქროს ბურთის” მოგება.
“ლივერპული” კოუტინიოს ზაფხულამდე შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ ბრაზილიელს ზამთარში წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. მან გაუმჯობესებულ ანაზღაურებაზე უარი თქვა.




jobia 180 milioniani shetavazeba gaaketon rom ucbat datanxmdnen da agar moumaton pidara…ma