როგორც იცით, ტექნიკური პრობლემის გამო, “არსენალი”-“ბარსელონას” მატჩის ჩვენება თბილისის ივენთ ჰოლში ვერ ხერხდება. შეხვედრის ყურება შესაძლებელი იქნება ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ბარ “სოლოში”. აღნიშნული ბარი არის საკმაოდ ადვილი მისაგნები. თავისუფლების მოედნიდან უნდა აუხვიოთ ლეონიძის ქუჩაზე (სასტუმრო “მერიოტთან”). ბარი მდებარობს ლეონიძის 8 ნომერში.
გაითვალისწინეთ: შესვლა არის უფასო და არც ბარში შეკვეთაა სავალდებულო.
მათთვის, ვინც მაინც აპირებს შეკვეთას – ბარში არის სამზარეულოსა და ლუდის დიდი არჩევანი. შეგიძლიათ აიღოთ როგორც დაბალფასიანი, ასევე ძვირადღირებული ლუდიც (ან სხვა სასმელი).
მოკლედ რომ ვთქვათ, ბარის ადმინისტრაციამ ყველანაირად იზრუნა იმისათვის, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებმა კომფორტულად შესძლონ თამაშის ყურება.



