მადრიდის “რეალის” მცველს, მარსელოს მიაჩნია, რომ “სამეფო კლუბს” ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსი კვლავ აქვს, რაც თავდაუზოგავი მუშაობითაა შესაძლებელი.
“ჩემპიონატი დასრულებული არ არის. მჯერა მუშაობის და არა სასწაულების. ეს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, რომლის მოგება უაღრესად რთულია. სპორტში ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ კი – მარცხდები.
პირველ ტაიმსა და მეორე ნახევრის დასაწყისში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მალევე გოლი გავუშვით, რასაც პენალტი და წითელი ბარათი მოჰყვა. “ბარსასთან” თამაში 11 კაცითაც რთულია, 10 ფეხბურთელით კონკურენციის გაწევაზე კი საუბარი ზედმეტია…”-ამბობს მარსელო.


ეჰ მაგარია ბარსა თქვენ თქვენ ბალერინა ბოღმიანს მიხედეთ დააშვიდეთ
ეეჰჰ მესიმ კი ჩაუტარა მარსელის დღესაც როგორც ყოველთვის
ეხა თავი იმართლე შე მესის ბუცის მწმენდავო ;დდდდდ