“ლურსმანზე ჩამოკიდული” ბუცები

“ლურსმანზე ჩამოკიდული” ბუცები

34 წლის წინ, 1976 წლის 18 სექტემბერს, რიო–დე–ჟანეიროს ერთ–ერთ უბანს მოევლინა იმ დროისთვის “უმწეო ბავშვი” და მომავალში ნამდვილი ვარსკვლავი და საოცრება სახელად ლუის ნაზარიო დე ლიმა, იგივე რონალდო, “ელ ფენომენო”.

ბავშობიდანვე იგი უაღრესად წარმატებული იყო ფეხბურთში. იგი ყოველთვის ამბობდა სახალხოდ: “ფეხბურთი არის ისეთი სპორტი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს. მსურს დიდი ფეხბურთი ვითამაშო”. ამ სიტყვების წარმოთქმისას ის მხოლოდ და მხოლოდ 8 წლისა იყო, ვინ იფირებდა, რომ 7–8 წლის შემდეგ მისით მთელი მსოფლიო  მოიხიბლებოდა, ამას თვით რონალდოც ვერ წარმოიდგენდა, ყველაზე სანატრელ სიზმარშიც კი.

პირველად მან ფეხი “Tennis Club Valqueire” სწორედ ამ სახელწოდების გუნდში აიდგა. იგი 10 წლის ასაკში მივიდა ამ გუნდში და დაჰყო 3 წელიწადი. “იუნიორობის” ბოლო წლებში იგი “საო კრისტავაოში” გამოდიოდა, სადაც ყველა მხოლოდ და მხოლოდ მასზე საუბრობდა. “ესს ?? ეს ყველა დამცველის კოშმარია, იგი მხოლოდ 15 წლის არის და ნახეთ რა დონეზე თამაშობს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია”.

"ლურსმანზე ჩამოკიდული" ბუცები

“კრუზეიროში” რონალდომ დაიწყო თავისი სადებიუტო “მოზრდილთა” კარიერა. 93 წელს. მან მხოლოდ 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 44 გოლის გატანა შეძლო. ევროპას ეს გამოეპარებოდა ?? მაშინ ხომ ევროპელები სწორედ ასეთ ტალანტებს იძენდნენ და “მათნაირებით” ცოცხლობდნენ. “პსვ ეინდჰოვენი” 2 გატარებული წლის შემდეგ, “ელ ფენომენო” უფრო დიდ კლუბში გადავიდა.

მოგეხსენებათ, ბრწყინვალე “ბარსელონა” და მისი “დრიმ ტიმი” საქმე ეხება კრუიფს და მის გუნდს 90 იან 95 წლებს. გუნდმა ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია და ამის შემდეგ უკვე დაშლი პირას იყო, მოგეხსენებათ ყოველ აღმასვლას დაღმასვლა მოყვებაო. სწორედ ამიტომ შეიძინეს რონალდო, იმისდა მიუხედავად, რომ იგი იმ დროისთვის 21 წელში იყო გადასული, მისით ყველა მოხიბლული იყო  და მასზე უკვე ყველა, როგორც ძალიან დიდ ფეხბურთელზე ლაპარაკობდა. “ფენომენმა” “ბარსელონაში” მხოლოდ და მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, მაგრამ როგორი ? ნამდვილად დაუვიწყარი. 49 მატჩში 47 გოლი. იმ წელს სამი თასი “ბარსელონასთან”, “საუკეთესო ფეხბურთელობა”, ” ოქროს ბუცი”, “ოქროს ბურთი”. მოკლედ რაც კი შეიძლება ყველაფერს რონალდო დაეუფლა. “კულეთათვის” რონალდო ერთ–ერთი საყვარელი ფეხბურთელი იქცა საერთოდ ისტორიაში, იგი “ამაგს” დღემდე ვერ ივიწყებს. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ გუნდი იძულებული იყო მთავარი ვარსკვლავი გაეყიდა. რონალდომ კარიერა მილანის “ინტერში” განაგრძო.

მილანის “ინტერში” რონალდომ 5 სეზონის განმავლობაში 49 გოლის გატანა შეძლო. მაგრამ იყო, რომ ეს 5 სეზონი სრულყოფილი ?? ტრავმები ტრავმები და კიდევ ერთხელ ტრავმები, რომლებმაც რონალდო ნამდვილად დატანჯეს. 1999 წელს ბრაზილიელმა ფენომენმა მუხლის უსერიოზულესი ტრავმა მიიღო, მან შეძლო დაბრუნება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღით კვირითა თუ თვით. 2000 წელს ლუისმა კვლავ უმძიმესი ტრავმა მიიღო. “ინტერში” ის მოედანზე უფრო ნაკლებად იყო ვიდრე ლაზარეთში.

“ლოს გალაქტიკოსი”, ” ბლანკოსი”. მე–20 საუკუსინა და 21–ე საუკუნის მიჯნაზე მყოფი საუკეთესო გუნდი. გუნდი შემდგარი ვარსკვლავებით, ფიგუ, ზიდანი, რაული და ა.შ. ამდენ გენიოსსის ჩამოთვალ ნამდვილად შორს წაგვიყვანს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა ესპანეთში, ამჯერად “რეალში”. მან “რეალში” 5 სეზონი გაატარა და 104 გოლის გატანაც შეძლო. იგი თავდაუზოგავად თამაშობდა თითოეულ მატჩში, განსაკუთრებით “კლასიკოში”. იგი აცხადებდა: “მე “ბარსელონას” ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვთამაშობდი ამ გუნდში და დაუვიწყარი სეზონიც გავატარე, მაგრამ პროფესიონალი ვარ და ახლა მადრიდს უნდა დავეხმარო”. იგი ყოველთვის დადებითი პიროვნება იყო თითქმის ყველასთვის. “კამპ ნოუ” იმისდა მიუხედავად, რომ “ელ ფენომენო” “რეალში” თამაშობდა ლუისს მაინც თბილად იღებდა. რონალდოს არ აკლდა კრიტიკოსებიც, მაგრამ კრიტიკოსები ყველას ჰყავს, მაგრამ ამგვარ ადამიანებს ბრაზილიელის მიმართ არა კრიტიკა გააჩნდათ, არამედ “ადამიანური თეთრი შურის გრძნობა”.

2007 წელს რონალდომ “რეალი” დატოვა და კვლავ ნაცნობ “სერია ა” –ს დაუბრუნდა. მაგრამ ეს ჩემპიონატი ბრაზილიელს ძალიან მძიმედ ახსენდება. 2008 წელს მან კვლავ მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. მილანში მხოლოდ და მხოლოდ 2 არცთუ წარმატებული სეზონი გაატარა.

 ამის შემდეგ მშობლიურ “კორინთიანსს” დაუბრუნდა და მანდ დაჰყო კარიერის ბოლომდე.

ნუთუ მოიძებნება ადამიანი ,რომელიც ასეთ უმძიმეს ტრავმას გადაიტანს და თან არაერთხელ და მაინც გააგრძელებს ასეთ თამაშს ? ალბათ, ალბათ არა. ამიტომაც იყო რონალდო ერთადერთი და განუმეურებელი.

ერთადერთი გულსატკენი არის ფაქტი, რომელიც ვეღარ გამოსწორდება, ისეთ დიდ და დიად ფეხბურთელს, როგორიც რონალდო იყო არ ქონდა მოგებული “ჩემპიონთა ლიგა”.

რონალდოს პირველი “მოტივი” რის გამოც, მას “ელ ფენომენო” ეწოდა იყო ის, რომ იგი საუკეთესოდ თამაშობდა როგორც კლუბში ასევე ნაკრებში. 97 გამართული მატჩი ნაკრებში და 62გატანილი გოლი. 2 მსოფლიოს თასი 1994 წელს და 2002 წელს. ფინალურ ეტაპზე თამაში 98 წელს და არცთუ სასიამოვნო მარცხი “პენტაკაპეონებს” ზიდანის საფრანგეთთან 3:0. სხვათაშორის ეს მარცხი ბრაზილიელთათვის იყო ყველაზე დიდი ანგარიშით მიღებული მარცხი მსოფლიოს თასზე მონაწილეობისას.

რონალდო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 15 ბურთით, მან 2006 წელს, როდესაც მისი გუნდი საფრანგეთმა ¼ ფინალში გამოაგდო იმ ჩემპიონატზე მოახერხა და გაიტანა ის გოლები, რომლითაც მან პირველობა მოიპოვა და გერდ მიულერს გადააჭარბა.

 

ახლა კი გთავაზობთ დეტალურად თითოეულ კლუბში მონაწილეობისას სტატისტიკას, ასევე დასამახსოვრებელ მომენტებს კარიერაში.

“კრუზეირო” – 44 თამაში 44 გოლი (93 წელი)

“პსვ ეინდჰოვენი” – 56 თამაში 53 გოლი (94–96 წლები)

“ბარსელონა” – 49 თამაში 47 გოლი (97 წელი)

“ინტერი” – 99 თამაშში 59 გოლი (98 – 2002 წელი)

“რეალი” – 177 თამაშში 104 გოლი (2003–2007 წლები)

“მილანი” – 20 თამაში 9 გოლი (2008 – 09 წლები)

“კორინთიანსი” – 69 თამაშში 35 გოლი (2009 – 2011 წლები) კარიერის დასასრული

ბრაზილიის ნაკრები – 97 თამაში 62 გოლი (94–2006 წლები)

23 წლამდე ნაკრები – 8 თამაში 6 გოლი

სულ : 620 თამაში – 420 გოლი, საშუალოდ მატჩში 0.677 ბურთი, დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია.

 

მისი ტიტულები: (გუნდური)

ბრაზილიისნაკრები( BRAZIL )
CONMEBOL–ის ჩემპიონი, 1991
მსოფლიოს ჩემპიონი, 1994
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ( 17 წლამდე ), 1993
UMBRO–ს თასის მფლობელი , 1995
ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, 1996
ამერიკის თასიის მფლობელი, 1997
კონფედერაციის თასის მფლობელი, 1997
მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი, 1998
სამხრეთ ამერიკის თასის მფლობელი, 1999
მსოფლიოს ჩემპიონი, 2002

კრუზეირო ( Cruzeiro ) 
მინეიროს ჩემპიონი, 1994

პსვეინდჰოვენი ( PSV Eindhoven )
ჰოლანდიის თასის მფლობელი, 1996

ბარესლონა ( Barcelona )
ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული, 1996
ესპანეთის თასის გამარჯვებული, 1997

თასების მფლობელთა თასი: 1996/97

ინტერი ( Internazionale Milan ) 
უეფას თასის გამარჯვებული, 1998

რეალმადრიდი ( Real Madrid )
საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული, 2002
ესპანეთის ჩემპიონი, 2003
ესპანეთის სუპერთასის მფლობელი, 2003

კორინთანსი ( Corinthians )
პაულისტას ჩემპიონატის გამარჯვებული, 2009
ბრაზილიის თასის გამარჯვებული, 2009

 

ინდივიდუალური პრიზები:

ბრაზილია ( Brazil )
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე 1998
სამხრეთ ამერიკის თასის საუკეთესო ბომბარდირი, 1999
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 2002

კრუზეირო ( Cruzeiro )
Super Cupa Top–ის საუკეთესო ბომბარდირი, 1994
მინეიროს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1994

პსვეინდჰოვენი ( PSV Eindhoven )
ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1995
ჰოლანდიის თასის საუკეთესო ბომბადირი, 1996

ბარსელონა ( Barcelona )
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 1996
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1997
საუკეთესო ლათინო–ამერიკელი მოთამაშე ესპანეთის ჩემპიონატში, 1997
ევროპის საუკეთესო ბომბარდირი ( “ოქროს ბუცი”) – 34 გოლი.

ინტერი ( Internazionale Milan )
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, 1997
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 1997
წლის ლეგიონერი იტალიის ჩემპიონატში, 1998
წლის მოთამაშე, 1998
ევროპის წლის ფორვარდი, 1998

რეალმადრიდი ( Real Madrid )
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, 2002
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 2002
დაბრუნება 2002
საუკეთესო ლათინო–ამერიკელი მოთამაშე ესპანეთის ჩემპიონატში, 2003
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი , 2003
ESPN USA – წლის საუკეთესო ფეხბურთელი
პრემია TCI საუკეთესო სპორტსმენი, 2003
საუკეთესო სპორტსმენი ლათინურ ამერიკაში და ესპანეთში, 2003
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 2004
კორინთანსი ( Corinthians )
პაულისტას ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი,2009
წლის ბრაზილიელი, 2009
ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი Goal.Com-ის ვერსიით,2009

 

ეს კი რონალდოს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

1993: აქვს დებიუტი “კრუზეიოროს” რიგებში.
1994: აქვს დებიუტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით, არგენტინის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში.
1994: ბრაზილიასთან ერთად იგებს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.
1994: გადადის  “პსვ ეინდჰოვენში”.
1995: ამთავრებს სეზონს “ერედივიზიონის” საუკეთესო ბომბარდირის რანგში, 30 გატანილი გოლით.
1996: იგებს ჰოლანდიის თასს “პსვ” – სთან ერთად.
1996: ტოვებს “პსვ” – ს და გადადის კატალონიის “ბარსელონაში”.
1996: ხდება “ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი”; მეორე ადგილს იკავებს “ოქროს ბურთის” გათამაშებაში. 
1997: იგებს ესპანეთის სამეფო თასს, სუპერ–თასს და თასების მფლობელთა თასს “ბარსელონასთან” ერთად.
1997: ამთავრებს სეზონს “ლა ლიგას” საუკეთესო ბომბარდირის რანგში, 34 გატანილი გოლით.
1997: იგებს “ოქროს ბუცს”.
1997: გადადის მილანის “ინტერში”.
1997: ხდება “ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი”; იგებს “ოქროს ბურთს”.
1997: იგებს “კოპა ამერიკას” ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.
1998: იგებს “უეფას თასს” “ინტერის” რიგებში.
1998: იკავებს მეორე ადგილს 1998 წლის მუნდიალზე, ბრაზილიასთან ერთად.
1998: იგებს “ოქროს ბურთს” 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
1999: იგებს “კოპა ამერიკას” ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.
1999: იღებს მუხლის პირველ სერიოზულ ტრავმას.
2000: იღებს მუხლის მეორე უმძიმეს ტრავმას.
2002: იგებს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.
2002: ხდება 2002 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი, 8 გატანილი გოლით.
2002: ხდება “ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი”; იგებს “ოქროს ბურთს”.
2002: ტოვებს “ინტერს” და გადადის მადრიდის “რეალში”.
2002: იგებს საკონტინენტთაშორისო თასს “რეალთან” ერთად.
2003: იგებს “ლა ლიგას” მადრიდის “რეალის” რიგებში.
2004: ხდება “ლა ლიგას” საუკეთესო ბომბარდირი, 24 გატანილი გოლით.
2006: აღწევს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალამდე, ბრაზილიასთან ერთად.
2007: იგებს “ლა ლიგას” მადრიდის “რეალის” რიგებში.
2007: ტოვებს მადრიდის “რეალს” და გადადის “მილანში”.
2008: იღებს მუხლის მესამე სერიოზულ ტრავმას.
2009: ტოვებს ევროპას და ბრუნდება ბრაზილიაში, “კორინთიანსში”.
2009: იგებს ბრაზილიის ჩემპიონატსა და ბრაზილიის თასს “კორინთიანსთან” ერთად.
2010: ხდება ათწლეულის ფეხბურთელი Goal.com – ის ვერსიით.
2011: ტოვებს პროფესიონალურ ფეხბურთს.

 

ეს კი რონალდოს საუკეთესო გოლთა კრებული :

[media=http://www.youtube.com/watch?v=g7KaFpf7Ovg]

 

იმედი ვიქონიოთ, რომ იგი სულ მალე გულშემატკივარს მწვრთნელის რანგში დაუბრუნდება და კვლავ გაახარებს გულშემატკივართა გულებს.

2011 წელი ეს წელი ფეხბურთისათვის ნამდვილად არ დაწყებულა სახარბიელოდ, ამ წლის დასაწყისში “ელ ფენომენომ” თავისი უდიდესი და დაუვიწყარი კარიერა დაასრულა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი