“ლივერპულის” ყოფილი ნახევარმცველი ჯეიმი რედნაპი მიიჩნევს, რომ მერსისაიდულმა კლუბმა, “ბარსელონას”, ფილიპე კოუტინიოს სანაცვლოდ, ლუის სუარესის დაბრუნება უნდა მოსთხოვოს.
“იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ლივერპული” “ბარსელონას” მიერ ზაფხულში შეთავაზებულ 138 მილიონ ფუნტს დასთანხმდება, ამ ფასად ასეთი დონის ფეხბურთელის ყიდვა გაჭირდება. რამდენიმე მოთამაშის ერთდროულად დამატება კი ყოველთვის კარგი აზრი არაა.
“ლივერპულმა” “ბარსელონას” კოუტინიოს სანაცვლოდ ლუის სუარესი უნდა მოსთხოვოს. ურუგვაელი ისეთივე შედეგიანი აღარაა, როგორც გასულ სეზონებში, მაგრამ “ლივერპულის” გულშემატკივრები თავიანთ გმირს სიხარულით შეხვდებიან.
ეს შესანიშნავი ტრანსფერი იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე პრემიერ ლიგისთვის.” – ციტირებს რედნაპის სიტყვებს Daily Mail.




ვაა ამათთანაც მომხდარა პლანის ლეგალიზაცია :))
ისე საინტერესოა, რას ნიშნავს ისეთივე შედეგიანი აღარაა? რა რონალდუზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი თუ ბეილზე და ბენზემაზე ერთად აღებული?
თუ ამით იმის თქმა უნდა რო ბარსამ სუარესიც უნდა მისცე და თანხაც დაამატოს?
თავში ხოარ გაირტყი ეგ ჯოხი ?