workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: ”ჩვენ არ ვართ ფავორიტები ”ბარსელონას” წინააღმდეგ მატჩში ”

ვენგერი: ”ჩვენ არ ვართ ფავორიტები ”ბარსელონას” წინააღმდეგ მატჩში ”

ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალური მატჩის წინ ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ის გუნდი, რომელიც შეძლებს გათამაშებიდან ”ბარსელონას” გამოთიშვას, ავტომატურად გახდება ტურნირის ფავორიტი.

”ნებისმიერი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მოუგებს ”ბარსელონას” , ავტომატურად გახდება ტურნირის ფავორიტი. თუ ჩვენ დავამარცხებთ კატალონიელებს, ეს იქნება ფანტასტიური შედეგი. წინ ძალიან რთული მატჩი გველის.

ჩვენ არ ვიქნებით წნეხის ქვეშ, ვინაიდან არავინ მიგვიჩნევს ამ შეხვედრის ფავორიტად. თუმცა, მეორეს მხრივ, ჩემი შეგირდები ძალიან ამბიცურად არიან განწყობილნი და სურთ დაამტკიცონ, რომ ჩემპიონთა ლიგაში ასეთი მეტოქის დამარცხება ძალუძთ” –  განაცხადა ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედ-ფინალური შეხვედრა ”არსენალსა” და ”ბარსელონას” შორის გაიმართება 16 თებერვალს, ლონდონში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward