ესპანური გამოცემა Don Balon ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონას” ფორვარდის, პაკო ალკასერის შეძენა “ევერტონს” სურს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს პაკო საკმაოდ კარგად გამოიყურება, წყარო მიიჩნევს, რომ მას მსოფლიოს თასისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოსახვედრად მეტი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება, თანაც სემ ელერდაისის გუნდი მას სანდრო რამირესის შემცვლელად განიხილავს, რომელიც “ევერტონში” ახლახანს მივიდა, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა.
ალკასერის ფასი 26 მილიონი ევროა.
ძლივს იპოვა კარი საითაა და ეხლა წავიდეს? თან წესიერის მომყვანები ესენი არ არიან და პაკო მაინც იყოს ხანდახან გაიტანს გაუხარდება.
ჯერ ერთი საჭიროა ამ სეზონში გოლებიც გააქვს და მეორე 26 ცოტაა