workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდემ “ვილიარეალთან” შეხვედრის განაცხადი დაასახელა

ვალვერდემ “ვილიარეალთან” შეხვედრის განაცხადი დაასახელა

რამდენიმე წუთის წინ, ერნესტო ვალვერდემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ხვალ, “ვილიარეალთან” შეხვედრის განაცხადში იქნებიან. განაცხადში ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია, ვერ ხვდებიან რაფინია ალკანტარა და უსმან დემბელე, მათთან ერთად ხავიერ მასკერანო და სამუელ უმტიტი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 18 კაციანი სიის მიღმა დარჩნენ არდა თურანი და ჟერარ დეულოფეუ. სამაგიეროდ, განაცხადში ისევ მოხვდა დავიდ კოსტასი, რომელიც, დიდი ალბათობით, მალე ძირითად გუნდში დაწინაურდება.

სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, სილესენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, ლუის სუარესი, მესი, პაულინიო, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, ვიდალი, ვერმალენი და კოსტასი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • ROUCH
    schedule 10 დეკ 2017, 01:14
    #2

    ვიდალს მცველათ არ დააყენებს და შეტევაში არდა მირჩევია, ვიდალი კი სწრაფია მაგრამ მაგრე დეუც სწრაფია მარა სირი

  • WinGs
    schedule 09 დეკ 2017, 23:51
    #1

    ციტატა: nika-nika
    კოსტასი რა პოზიციაზე თამაშობს


    ცენტრალური მცველია.