workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიდევ ერთი “ელ კლასიკო”, ამჯერად კალათბურთში

კიდევ ერთი “ელ კლასიკო”, ამჯერად კალათბურთში

გუშინ გაიმართა საკალათბურთო “კოპა დელ რეის” ნახევარფინალური მატჩები. პირველ მათგანში “რეალ მადრიდმა” იმარჯვა და ფინალური საგზური მოიპოვა, ხოლო მეორე მატჩში ერთმანეთს “რეგალ ბარსელონა” და “კახა ლაბორალი” დაუპირისპირდნენ. 

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ, საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან ესპანელი ხუან კარლოს ნავარო გახლდათ, რომელმაც 26 ქულა მოიპოვა და ყველაფერ გააკეთა იმისათვის, რათა გუნდს მოეპოვებინა საგზური ფინალში, საბოლოოდ 92:73, უდაო უპირატესობა კატალონიელებისა და ფინალი მადრიდელების წინააღმდეგ. 

წელს ეს ორი გუნდი უკვე დაუპირისპირდა ერთმანეთს, ის მატჩი კატალონიელებმა ზედმეტად დამაჯერებლად მოიგეს, მატჩი “საკალათბურთო 5:0” – დაც მოინათლა, “რეგალ ბარსელონას” უპირატესობა და გამარჯვება 95:75. მაშ ასე, წინ ძალზედ საინტერესო ფინალი გველის, ახლა კი კალათბურთელთა სტატისტიკას გთავაზობთ “კახა ლაბორალას” წინააღმდეგ: 

 

REGAL FCB, 92 
CAJA LABORAL, 73 
Regal Barcelona (21+18+23+30):
Rubio (10), Navarro (26), Anderson (17), Lorbek (4), Perovic (11) -cinc inicial- Sada (0), Ndong (4), Ingles (6), Morris (6), Lakovic (0), Grimau (4) i Vázquez (4). 
Caja Laboral (11+25+13+24):Huertas (4), San Emeterio (3), Oleson (9), Teletovic (5), Barac (15) -cinc inicial- Batista (8), Logan (15), Ribas (3), Bjelica (9) i Sow (2). 
Àrbitres: Hierrezuelo, Redondo i Conde.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში