“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ახლა 1/8 ფინალში თავისი მეტოქის ვინაობის გარკვევას ელოდება. 6 ტური ჯერ მხოლოდ 4 ჯგუფში დასრულდა, მაგრამ მეორე ადგილოსნების უმეტესობის ვინაობა ცნობილია.
“ბარსა” ვერ შეხვდება “იუვენტუსს” რადგან ეს კლუბები ჯგუფში ერთად იყვნენ, ასევე ესპანურ გუნდებს – მადრიდის “რეალს”, რომელიც დღეს ნაჩვენები შედეგის მიუხედავად მეორე ადგილს ვერ აცდება და “სევილიას”, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია პირველ პოზიციაზე გასვლა, ისევე როგორც საერთოდ ჯგუფში ჩარჩენა. ამ ჯგუფში შანსი აქვთ ასევე “ლივერპულს” და მოსკოვის “სპარტაკს”.
დარჩენილი პოტენციური მეტოქეები არიან “ბაზელი”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, დღეს გასამართი შეხვედრები კი გაარკვევს მეორე ადგილოსნის და შესაბამისად, 1/8 ფინალში “ბარსელონას” სავარაუდო მოწინააღმდეგის ბედს “შახტარსა” და “ნაპოლის”, ასევე “პორტუსა” და “ლაიფციგს” შორის.




სიტი მინდა
11 დეკემბერს
გაიხარე
პსჟ-რეალი
მაგარი იქნება
11 დეკემბერს
გაიხარე
11 დეკემბერს
როდისააა კენჭისყრა ხომ არ იცით?
ეგეც შენი პსჟ,ხო დაადო ბაიერნმა,მე მაგრად გამისწორდა
neta chelsis davetakot an bazelic kai iqneboda bavaria ara
ოღონდაც ბავარია არა
ბავარიას არ ვინატრებდი და სხბენი იყვნენ ჯანდაბას. თუნდაც ჩელსი იყოს, ძაან არა სტაბილურები არიან და არ მგონია რო მაგათთან გაგვიჭირდეს.
ჩელსი მოვიდეს ჩელსიი,ოოხ როგორ მინდა დავეტაკოთ ლონდონელებს, ბაიერნი არ შეგხვდეს და დალშე ნებისმიერი იყოს, პირველ რიგში ჩელსი და ლივერპული და თუ ჩელსი აგვცდა მაშინს ყველაზე მარტივი რაც იქნება ის იყოს თუნდაც ცსკა და შახტარი . ლაიფციგის გაფართხალება მაინტერესებს ჩვენთან ძაან ასევე