ერნესტო ვალვერდემ, “სპორტინგთან” გუშინ გამართული მატჩის (2:0) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩვენმა მეკარემ, იასპერ სილესენმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
ჩვენი მიზანი იყო ძლიერი თამაში ჩაგვეტარებინა და მომენტები შეგვექმნა. ვალდებულები ვართ ყველა თამაშში ინიციატივა გვქონდეს იმის გამო, თუ რა გუნდს წარმოვადგენთ. დღეს ჩვენი მეტოქე იყო “სპორტინგი”, რომელიც ვალდებული იყო მოგებისთვის ეთამაშა.
წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეგვახვედრებს წილისყრა 1/8-ფინალში. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვართ.” – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
წილის ყრა როდის არის ???