მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟეფრენი: “ბარსელონა” ძველ ფილოსოფიას უნდა დაუბრუნდეს

ჟეფრენი: “ბარსელონა” ძველ ფილოსოფიას უნდა დაუბრუნდეს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ვენესუელელი ჟეფრენ სუარესი, რომელიც ამჟამად შვეიცარიულ “გრასჰოპერსში” თამაშობს, Marca-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი აზრით, კლუბმა მოთამაშეების არჩევის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს.

“ბოლო დროს, ძველი ფილოსოფია იკარგება. გუნდების უმეტესობა ფეხბურთელებს ყიდულობს და “ბარსაც” ამ გზას დაადგა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ “ბარსელონა” ყოველთვის აკეთებდა აქცენტს საკუთარი აკადემიის ახალგაზრდა მოთამაშეებზე და ეს ამართლებდა კიდეც. ახლა, ასე არაა და ესაა მიზეზი იმისა, რომ ლა მასიას აღზრდილი ფეხბურთელები სხვა კლუბებში მიდიან და გუნდი მათ კარგავს.

რადგან ისინი ხედავენ, რომ ახლანდელი ძლიერი კლუბები მოთამაშეებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ყიდულობენ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობაც ამის გაკეთებას ცდილობს. ჩემი აზრით კი, იმ ფილოსოფიის დაბრუნება, რაც გუნდს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, უკეთესი იქნება”. – ამბობს ჟეფრენი.

ჟეფრენიც ლა მასიას აკადემიაშია აღზრდილი. 2009 წლამდე ის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, შემდეგ 2 წელი ძირითად გუნდში, ამის შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კლუბებში ასპარეზობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Don_Andresito
    schedule 05 დეკ 2017, 20:05

    5-0 და მაურინიოს და სახე არ მავიწყდება, დედამო….ლი პერესი სახე და რამოსის რეაქცია, დედის სახე დაკარგა ტიპმა ისე გაფსიხდა. ყველაზე სლე ფეხბურთელი და კატიტანია ფეხბურთის ისტორიაში. მკიდია მაგის ფანების აზრი. თან ძაან მაგრად. რამოსი რო კაცი გგონია დასაკიდია შენი აზრი აბა რა არი. 7000 გოლიც რო გაიტანოს ბოლო წუთებზე ორი იმდენ წითელ ბარათს სიმულაციას და არაკაცობას ჩაიდებს

  • ანანიძე
    schedule 05 დეკ 2017, 16:56

    Getanxmebi jefren magram, imas getyvi ro, meored xavi da iniesta agar daibadebian.