დასასრულს მიუახლოვდა მორიგი საფეხბურთო კვირაც, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში თითქმის ყველა შეხვედრა დასრულდა.
საინტერესო ფაქტია, რომ ევროპის აღნიშნული მასშტაბით მხოლოდ 4 წაუგებელი კლუბი დარჩა, ესენია – “ბარსელონა” (ესპანეთი), “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი), “ინტერი” (იტალია) და “ატლეტიკო” (ესპანეთი). აღსანიშნავია, რომ ლა ლიგას, პრემიერლიგას და სერია ა-ს ლოგიკურად სწორედ ეს გუნდები ლიდერობენ.
ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონასთან” ერთად ამ მწვერვალზე მყოფმა “ვალენსიამ” დღეს მოულოდნელი მარცხი იწვია “ხეტაფესთან”. საფრანგეთში კი “პარის სენ-ჟერმენი” გუშინ “სტრასბურგთან” დამარცხდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერები – “პორტუ” და “სპორტინგი” ასევე წაუგებელი სერიით ასპარეზობენ.




რეალი ვითომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება? თუ მეხუთეზე გადავა ნელ ნელა?
male atletiko agar iqneba mag siashi
მარა თუ ყველა ტურნირს ავიღებთ ატლეტიკოც ამოვარდება ამ სიიდან ჩემიონთა ლიგაზე აქვს წაგება
ინგლისში მანჩესტერი ესპანეთში ბარსელონა იტალიაში იუვენტუსი გერმანიაში ბაიერნი საფრანგეთში პსჟ პორტუგალიაში სპორტინგი ჰოლანდიაში პეესვე თურქეთში ფენერბახჩე გახდებიან ჩემპიონები.რეალი მგონია მე3 ზე გავა.
Barsaa
მადლობა, გამომრჩა)))))