ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტო, რომელზეც “გრემიოს” ნახევარმცველი, არტური, რომელსაც “ბარსელონას” მაისური აქვს მორგებული, კატალონიური გუნდის სკაუტთან და საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთადაა.
რა თქმა უნდა, ამ ფოტომ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ამით ბრაზილიური კლუბის მფლობელებიც არ დარჩენილან კმაყოფილნი.
“გრემიოს” დირექტორი, ექტორ ნეინი აცხადებს: “ბარსელონადან” ჩვენთან არავის უსაუბრია. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ამ კლუბის წარმომადგენელს ჩვენი ფეხბურთელის ოჯახის გაცნობა სურდა, მაგრამ ფოტოში “ბარსელონას” ფორმა სრულიად არასაჭირო იყო. ამასთან დაკავშირებით FIFA-საც მივმართავთ.”



ar gvinda ra vinme sxva moiyvanon kou da vinme kide kai
ეგ გვარის ფეხბურთელი არ გვინდა ბარსაში