“ბარსელონა”-“სელტას” თამაშის მიმდინარეობისას, რომელიც საბოლოოდ ფრედ, 2-2 დასრულდა, ლა ლიგის ყოფილმა არბიტრმა, ხუან ანდუხარ ოლივერმა მსაჯი სუარესის არჩათვლილი გოლის ეპიზოდისთვის გააკრიტიკა.
“სუარესი თამაშგარეში არ ყოფილა. მართალია, საქმე სანტიმეტრებს ეხება, მაგრამ ის სწორ პოზიციაში იყო. მსაჯს ეს უნდა დაენახა და თამაშის გაგრძელების უფლება მიეცა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის სარისკოა.” – განაცხადა ოლივერმა.




რა უბედურებაა უკვე მერამდენედ არ ჩაგვითვალეს გოლი ხან აფსაიდი ხან მსაჯების დაუდევრობა კიდე რამდენი შემთხვევა უნდა იყოს ესეთი რა აზრი აქვს ასეთ თამაშს
მსაჯების შეცდომებზე აპელირებას ჯობია მომენტების რეალიზებაზე იპიქრონ. ესპანელ მსაჯებს მაინც არაფერი არ ეშველებათ და შედეგსაც არავინ შეცვლის. პიკეს და პაულინიოს მომენტებიდან ერთი მაინც უნდა გამოეყენებინათ.
ვალენსიასთან 1 გოლი წაგვართვეს და მინუს 2 ქულა,
დღეს იგივე განმეორდა.
-4 ქულა.
არ დაევასათ 10 ქულით რომ ჩამორჩა რეალი და დაიწყო ის რაც 2012-ში და 2016-ში გააკეთეს!
რა თქმა უნდა არ უნდა დაენიშნა ძალიან კარგი პასი გაუკეთეს სუარესს და მსაჯმა ჩასვარა ყველაფერი