workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდუხარ ოლივერი: ვალიადოლიდი წითელ ბარათს არ იმსახურებდა

ანდუხარ ოლივერი: ვალიადოლიდი წითელ ბარათს არ იმსახურებდა

წარსულში ცნობილი ესპანელი არბიტრი ანდუხარ ოლივერი “ბარსელონასა” და “ვალიადოლიდს” შორის გამართული მატჩის (1-0) ერთ-ერთ საკამათო ეპიზოდს გამოეხმაურა.

შეხვედრის 79-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0-0 იყო, “ვალიადოლიდის” ნახევარმცველი ოსკარ პლანო უსმან დემბელესთან უხეშად თამაშის გამო დაჯარიმდა. მატჩის მთავარმა მსაჯმა სანტიაგო ხაიმე ლატრემ ფეხბურთელს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მსაჯი “ვალიადოლიდის” ფეხბურთელის მიმართ დემბელეზე დაჯარიმების დროს ძალიან უსამართლოდ მოიქცა. ეს წითელი ბარათი არაა. “ბარსელონა” უტევდა, მან უსმანი წააქცია, მაგრამ ეს ძალის გამოყენებით არ გაუკეთებია.

– ციტირებს ოლივერის სიტყვებს Marca.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • BEQA BARCA
    schedule 06 აპრ 2021, 15:00
    #8

    გუშინდელი სუდია ვაფშე ვერ მსაჯობდა! არც იქეთ ნიშნავდა ჯარიმას და არც აქეთ. ეს კი საწითლე ნამდვილად არ იყოო!

  • გიორგი მესხია
    schedule 06 აპრ 2021, 14:42
    #7

    თუ სწორად მახსოვს იქამდეც საკმაოდ უხეშად თამაშობდა ეს ფეხბურთელი და სიტუვიერი გაფრთხილებებიც ქონდა თუ არ ვცდები
    ვიდალიც მაგის გამო გააგდეს ბაიერნთან

  • BaRCeLoNiSiMOo
    schedule 06 აპრ 2021, 14:24
    #6

    საწითლედ უხეში ჯარიმა არ იყო მაგრამ აქ მეორე ფაქტორიცაა, ზოგადად უკნიდან ვარდნა არის ყვითელი და ამას პლიუს სახიფათო შეტევის ჩაშლაც ყვითელი ბარათი აქედან გამომდინარე იყო წითელი თორე მაგ დარღვევაზე ჩვენს საჯარიმოსთან არ მიცემდა წითელს. ანუ შეიძლებოდა არ მიეცა წითელი მაგრამ მიცა და ეგეც არაა არასწორი…

  • El pistolero 9
    schedule 06 აპრ 2021, 13:56
    #5

    აი არ მესმის მსაჯები პირველ 15-20 წუთში რატო ერიდებიან ყვითლების ჩამორიგებას!!!გამოვარდება ვიღაც ტიპი მოაგლეჯს მეტოქეს ფეხს და მსაჯი სიტყვიერად აფრთხილებს🤣🤣😡

  • M10 S9 D11
    schedule 06 აპრ 2021, 12:19
    #4

    მაგარი დებილი მსაჯი იყო

  • C.PC5
    schedule 06 აპრ 2021, 12:15
    #3

    ძაან ურევდა გუშინ მსაჯი აი ძააააააან!!! ჯერ დასაწყისში ყოველ ხუთ მეტრში ჯარიმას იკიდებდნენ ვალიადოლიდის ფეხბურთელები და არცერთჯერ არ დადო😒 მერე კიდე ეგ წითელი მართლა საეჭვო იყო, ობიექტურად რომ შევხედოთ არც ჩარტყმა არც დაჭერა იქ არ ყოფილა, დემბელემ კარგად გამოიმუშავა უბრალოდ მაგ ჯარიმა, წამოაგო კარგად, როგორც შევატყე მსაჯი მერე მიტო უფრო წავიდა წითელზე რო დემბელე სახეზე იდებდა ხელს, სინამდვილეში წითელი ვინც მიიღო იმის ბრალი არ ყოფილა ეგ😂 სხვისი ფეხი მოხვდა მერე დებელეს.

    ციტატა: Iniesta_8
    მუხლი რომ ჩაარტყა სახეში ის უნდა გაეგდო. მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა.


    ზუსტად. და აშკარად ეგონა რომ ვინც წააქცია დემბელე იმისგან მოხვდა, ამიტო აღარც გადაამოწმა, კიდევ ერთხელ ჩაიფუფა ვარმა.

  • Iniesta_8
    schedule 06 აპრ 2021, 12:13
    #2

    მუხლი რომ ჩაარტყა სახეში ის უნდა გაეგდო. მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა.

  • Albicelecte
    schedule 06 აპრ 2021, 12:13
    #1

    განზრახ მუხლი გლიჯა სახეში და თუ ეს არაა წითელი, აბა რაღაა?! გრიზმანს რომ გლიჯეს იდაყვი და რომ გაატარა ის არაფერი? ან მესიზე დასაწყისში რომ პენალტი არ დადო?!
    ბარემ თეთრი ფორმით გამოსულიყო მოედანზე barca-6
    ანდუხარ ოლივერი ცნობილი მადრიდისტაა არა?!