ბარსელონა-სელტა – საინტერესო ფაქტები

ბარსელონა-სელტა – საინტერესო ფაქტები

დღეს, თბილისის დროით 16 საათზე “ბარსელონა” ლა ლიგის მე-14 ტურში “სელტას” უმასპინძლებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს დღევანდელი დაპირისპირების შესახებ.

ბოლო 2 შეხვედრაში, როცა “ბარსელონამ” “სელტა” საკუთარ მოედანზე მიიღო, მეტოქე დიდი ანგარიშით, 6-1 და 5-0 დაამარცხა, თუმცა სტუმრად ორივე მატჩი წააგო, ისევე როგორც კიდევ ერთი სეზონით ადრე “კამპ ნოუზე” (0-1). იმ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ხოაკინ ლარივეიმ გაიტანა, რომელიც ამჟამად იაპონურ “ჯეფ იუნაიტედში” თამაშობს.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” “სელტასთან” უკანასკნელი 6-დან 3 თამაში წაგებული აქვს, ერნესტო ვალვერდეს გალისიელებთან საკმაოდ კარგი სერია აქვთ. ბილბაოს “ატლეტიკის”, “ვილიარეალის”, “ვალენსიას” და “ესპანიოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტში ის “სელტას” 13-ჯერ დაუპირისპირდა და არცერთხელ დამარცხებულა.

“სელტას” ახლანდელი მთავარი მწვრთნელი ხუან კარლოს უნსუე ფეხბურთის გულშემატკივარს უფრო “სევილიაში” გატარებული 7 სეზონის და იქ ჩატარებული 200-ზე მეტი მატჩის გამო  ემახსოვრება, მაგრამ მას გარკვეული პერიოდი “ბარსელონას” შემადგენლობაშიც აქვს გატარებული. კარიერის დასრულებიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ, 2014 წელს მან “ბარსაში” ლუის ენრიკეს ასისტენტად დაიწყო მუშაობა და აქ 3 წელი გაატარა. მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან კი ის გალისიურ კლუბს ჩაუდგა სათავეში.

“სელტას” შემადგენლობაში თამაშობს 2 ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია. ესენი არიან ანდრეუ ფონტასი და სერჟი გომესი. ფონტასი “ბარსა ბ”-ში 2008-11 წლებში გამოდიოდა, 2009-12 წლებში კი პერიოდულად ძირითად გუნდში იძახებდნენ. რაც შეეხება გომესს, მას 2010 წელს პირველ გუნდში ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2010-14 წლებში “ბარსელონა ბ”-ში თამაშობდა.

არიან ფეხბურთელებიც, რომლებიც “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში სწორედ “სელტადან” არიან განათხოვრებული. ეს ფეხბურთელები არიან დავიდ კოსტასი და სამუ არაუხო. როგორც გახსოვთ, კოსტასმა წინა ტურში “ვალენსიას” წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტი “ბარსელონა”-“სელტას” დაპირისპირებებიდან – ლიონელ მესის თერთმეტმეტრიანი, რომლის მსგავსის პოვნაც არც ისე იოლია.

[media=https://www.youtube.com/watch?v=XaPjKsBnMQk]

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • pexnicheki123
    02 დეკ 2017, 13:56

    leos dubli minda dges midi lomo!