workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის და მასკერანოს არგენტინას ისევ ნიგერია შეხვდა

მესის და მასკერანოს არგენტინას ისევ ნიგერია შეხვდა

დღეს, მოსკოვში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. არგენტინის ნაკრები, რომელშიც ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო თამაშობენ, პირველ კალათში იყო განთესილი, მაგრამ არც ისე იოლი ჯგუფი შეხვდა (წილისყრის სრული შედეგები). მათთან ერთად მოხვდნენ ისლანდია, ხორვატია და ნიგერია – ნაკრები, რომლის “თავიდან აცილებაც” არგენტინელებს ყოველთვის უჭირთ.

აღსანიშნავია, რომ ნიგერიელებს მუნდიალზე სულ 5-ჯერ აქვთ ნათამაშები, აქედან 4 შემთხვევაში კი ჯგუფში ისინი არგენტინასთან ერთად მოხვდნენ. “სუპერ არწივები” 1994 წლიდან მოყოლებული ყველა მსოფლიოს თასზე გამოდიან (2006-ის გარდა), ერთადერთი შემთხვევა კი, როცა არგენტინელები ნიგერიას ჯგუფში არ შეხვდნენ, 1998 წლის საფრანგეთის მუნდიალი იყო.

ბოლოს, ეს ნაკრებები ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ, რუსეთში, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და ის მატჩი აფრიკელებმა “ალბისელესტეს”, რომელიც ლიონელ მესის გარეშე თამაშობდა, 4-2 მოუგეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • pexnicheki123
    schedule 01 დეკ 2017, 23:18
    #2

    ver moigebs argentina world cup s shansi ar aqvs arada minda rom mesim aigos msoflio

  • Nugo007
    schedule 01 დეკ 2017, 22:11
    #1

    იმედია ზამთარში ან დიმარიას ან დიბალას იყიდის ბარსა თან ერთმანეთში შეთამაშდებათ და მეტი შანსიც ექნება არგენტინას ან არგენტინას ტრიო ( მესი დიმარია დიბალა) ერთმანეთს შეეწყობა ყველა ქვეყანა ნატრულობს ასეთ ტრიოს