მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დენის სუარესი: ვცდილობ, მოედანზე შანსები მაქსიმალურად გამოვიყენო

დენის სუარესი: ვცდილობ, მოედანზე შანსები მაქსიმალურად გამოვიყენო

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, დენის სუარესი “მურსიასთან” თამაშის შემდეგ საკუთარი და თავისი თანაგუნდელების გამოსვლით კმაყოფილია. მან ერთი გოლი გაიტანა და ერთის გატანაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

“ყველამ კარგად ვითამაშეთ და ამით გახარებული ვარ. რაც შემეხება მე, ყოველთვის ვცდილობ ბევრი შანსი შემექმნას და მაქსიმალურად გამოვიყენო ისინი, ასევე, მქონდეს უფრო მეტი სათამაშო დრო. ჩემი ახლანდელი გამოსვლით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ.

კარგია ისიც, რომ მატჩში მონაწილეობა სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებმაც მიიღეს. თავიდან, ისინი ცოტას ნერვიულობდნენ, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას ვამხნევებდით და საბოლოოდ ყველაფერი მშვენივრად გამოუვიდათ. მათთვის ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია.” – აცხადებს სუარესი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • pexnicheki123
    schedule 30 ნოე 2017, 22:20

    denisi sastartoshi rakitichma xexos skami , mouwevs

  • sandro89
    schedule 30 ნოე 2017, 22:04

    მალე სასტავში ითამაშებ გპირდები დენსო

  • shaxin
    schedule 30 ნოე 2017, 18:34

    იმსახურებს ძირითადს რაკიტიჩის ნაცვლად