როგორც იცით, ხვალ “ბარესელონა” ესპანეთის თასის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში “მურსიას” დაუპირისპირდება. წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ მეტოქის ბარიერის დაძლევას გადახალისებული შემადგენლობით აპირებს.
“მურსიაში ჩატარებულ თამაშში ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და ვაპირებ, ხვალ მათ ისევ მივცე მოედანზე თავის გამოჩენის შანსი. ამ ფეხბურთელებს ძირითად გუნდში თამაშის პრაქტიკის მიღება აუცილებლად სჭირდებათ.
წინა შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, დიდი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ მაინც ვეცდებით, სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ. “მურსია” კარგ ფორმაშია და უბრძოლველად ისინიც არ დანებდებიან.” – აცხადებს ვალვერდე.
ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი “ბარსელონას” გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.




martalia valodia shansi unda mice ise aranaisi momewona winaze rom iyo mursia barsa tan magari goli gaitana