ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 ივნისს მოხდა.

თამაშები

28 ივნისს “ბარსელონას” 4 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.

1914 წელი

“ბარსელონამ” ხელოვნურ განათებაზე ისტორიაში პირველად ითამაშა და “არენას დე გეჩოსთან” 0-1 დამარცხდა.

1942 წელი

ლა ლიგაში დარჩენისთვის გამართულ ერთმატჩიან დაპირისპირებაში “ბარსელონამ” “მურსია” 5-1 გაანადგურა. გოლები მარტინმა (4) და სოსპედრამ გაიტანეს.

1959 წელი

“კამპ ნოუზე” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში “ბარსელონა” “სანტოსთან” 1-5 განადგურდა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ევარისტომ გაიტანა, სტუმართაგან კი პელემ დუბლი შეასრულა.

1997 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” “ბეტისი” დამატებითი ტაიმების წყალობით 3-2 დაამარცხა. კატალონიელთაგან გოლები ფიგუმ (2) და პიციმ გაიტანეს. “რეალ მადრიდის” საშინაო არენაზე “ბარსელონას” ჰიმნი 4-ჯერ დაუკრეს.

2007 წელი

“ბარსელონამ” ერიკ აბიდალი “ლიონიდან” 9 მილიონ ევროდ შეიძინა.

2012 წელი

“ბარსელონას” აღზრდილი მარცხენა მცველი ჟორდი ალბა “ვალენსიადან” კატალონიურ კლუბში დაბრუნდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • nika 54
    29 ივნ 2021, 14:24

    28 ივნისს "ბარსელონას" 4 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს. და ნული ფრე