„ვალენსიელები“ აღიარებენ, რომ გოლი ნამდვილად გავიდა

„ვალენსიელები“ აღიარებენ, რომ გოლი ნამდვილად გავიდა

“ვალენსიელებმა” ლა ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა შეაჯამეს, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

“პირველ ტაიმში “ბარსელონა” დიმინირებდა, მაგრამ სიტუაცია მეორე ნახევარში შეიცვალა. უამრავი მომენტი შევქმენით და გამარჯვების განაღდება შეგვეძლო. შესვენებაზე, მწვრთნელმა ჩვეულ სტილში თამაშისკენ მიგვითითა.

მოედანზე რადიკალურად განსხვავებული განწყობით დავბრუნდით და კარგი 45 წუთი ჩავატარეთ. მესის გოლი? ეს ეპიზოდი არ დამინახავს. არბიტრები შეცდომებს უშვებენ, რაც ფეხბურთის ნაწილია. ზოგჯერ ეს ჩვენ სასარგებლოდ ხდება.”როდრიგო მორენო.

“პირველ ტაიმში “ბარსამ” გვაჯობა, მაგრამ კატალონიელებს ბევრი მომენტი არ შეუქმნიათ. მიუხედავად ამისა, თამაში ჩვეულ ტემპში გავაგრძელეთ. მეორე ნახევარში უფრო თავდაჯერებულად ვასპარეზობდით, რადგან კარგი ფეხბურთის ჩვენება გვსურდა. დაცვაში თავისუფალი სივრცის შექმნას ვერიდებოდით.

მესის ეპიზოდში გოლი ნამდვილად გავიდა, მაგრამ არბიტრებიც ადამიანები არიან. ზოგჯერ ისინი ჩვენ სასარგებლოდ უშვებენ შეცდომებს, ზოგჯერ – საზიანოდ.” დანიელ პარეხო.

“მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ძალა არ დაგვიშურებია. მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ. ყველას ვულოცავ ამ შედეგს, განსაკუთრებით კი, ქომაგებს, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

ჩაუთვლელი გოლი? ამბობენ, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა – ჩემი პოზიციიდან, მომენტი კარგად ვერ შევაფასე. გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, არბიტრმა ყველაფერი ნათლად დაინახოს. ეს იმასნ იშნავს, რომ გვერდითა მსაჯს გოლი არ დაუნახავს. ვიდეოგამეორების ტექნოლოგიას მხარს ვუჭერთ. სადავო სიტუაცია, შესაძლოა, ნებისმიერ დაპირისპირებაში შეიქმნას.” – მარსელინოს ასისტენტი, რუბენ ურია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    27 ნოე 2017, 22:48

    ეს დამპლები, თავის კარში გატანილს სულ ვერ ხედავენ, აბა მაგათ გაეტანათ მერე ნახავდით მაგათ ყაყანს.

  • Barsabarsa10
    27 ნოე 2017, 17:57

    Dzaan pike unda iyo eg goli rom verdagenaxa,ashkara goliiyo

  • saba cr7
    27 ნოე 2017, 16:57

    რა კაია რო არ ჩათვალეს

  • pexnicheki123
    27 ნოე 2017, 16:36

    magari wama msajma gverdita msajma mainc rogor ve dainaxa magati ..e deda she….