იტალიურმა გაზეთმა La Gazzetta dello Sport–მა მადრიდის “რეალის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს სთხოვა საფეხბურთო მონაცემებზე და შესაძლებლობეზე ესაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა ამის მიხედვით , არგენტინელი ლეო მესი და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ შეადარა. ერთდაერთი რითაც მესი სჯობს რონალდუს, მარცხენა ფეხის ხმარებაა. დანარჩენ კრიტერიუმებში ეს ფეხბურთელები თანაბარ დონეზე არიან:
“ ურთულესია, თქვა თუ რომელია უკეთესი. ორივე ძალიან ძლიერები არიან, მათ აქვთ თავ–თავიაანთი თამაშის სტილი. მესი რასაც აკეთებს, მისი გაკეთება არავის არ შეუძლია. რაც შეეხება რონალდუს, იგი ძალიან სწრაფია და აქვს უდიდესი პოტენციალი,” დაასრულა იტალიელმა სპეციალისტმა.



