ბელგიური გამოცემა Het Laatste Nieuws ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონა” რამდენიმე თვის წინ “ნაპოლის” ფორვარდის, დრის მერტენსის შეძენით იყო დაინტერესებული და საუბრობს მიზეზზე, თუ რატომ არ შედგა ტრანსფერი.
როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს, ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი გუნდის წინა ხაზში არსებული დიდი კონკურენცია იყო.
“ბარსელონაში” რომ გადმოვსულიყავი, ისეთი ფეხბურთელებისთვის მომიწევდა კონკურენციის გაწევა, როგორიც მესი, სუარესი და თუნდაც ნეიმარია. დიდი ალბათობით, დროის უმეტესი ნაწილის გატარება სათადარიგოთა სკამზე მომიხდებოდა, რაც ნამდვილად არ მინდოდა, მითუმეტეს, “ნაპოლიში” გატარებული წარმატებული სეზონების შემდეგ.”
30 წლის ფეხბურთელი ნეაპოლური კლუბის წევრი 2013 წლიდანაა, “ნაპოლის” მაისურით 203 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 81 გოლი აქვს გატანილი. 2011 წლიდან რეგულარულად იძახებენ ბელგიის ეროვნულ ნაკრებში.




ჰო, მართალია. სკამის "ხეხვა" არ არის სასიამოვნო.