workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
დრის მერტენსი ტრავმირებულია

დრის მერტენსი ტრავმირებულია

“ნაპოლი”-“უდინეზეს” შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს, დრის მერტნესი 31-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ბელგიელმა კუნთის დაზიანება მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს დაჰყოფს ლაზარეთში.

“ბარსელონასთან” შეხვედრამდე 20 დღეა დარჩენილი, გუნდები ერთმანეთს 8 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან.

მერტენსმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“ურთულესი შეხვედრა იქნება, რადგან ისინი საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ თამაშობენ” – თქვა ბელგიელმა UEFA-სთან ინტერვიუში.

“ვიცით, რომ მარტივი არ იქნება, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ. მათი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ აუცილებლად გოლი გვაქვს გასატანი. როდესაც ამისთვის ამდენი ხნის განმავლობაში ემზადები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

ჯენარო გატუზო იმედოვნებს, რომ ბელგიელი თავდამსხმელი, “კამპ ნოუზე” თამაშს შეძლებს, რადგან ის, ნეაპოლელთა შემადგენლობაში, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 20 ივლ 2020, 11:34
    #2

    ძალიან კარგი იმედია გამოტოვებს თამაშს

  • duggu
    schedule 20 ივლ 2020, 09:57
    #1

    სამწუხაროდ ჩვენთვის გოლის გატანა ასე ძნელი არაა. მოკლედ იდეალურ თამაშს ველი თორე სხვა არაფერი გვიშველის. მესი უნდა ოყოს ხასიათზე