“ბარსელონას” მწვრთნელებმა დღეს “კამპ ნოუზე” სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. “მთავარ როლში” პეპ გვარდიოლა იყო, ასევე მის გარემოცვაში იყვნენ სხვა სახეობის 4 მწვრთნელი, რომელიც “ბარსელონას” წვრთნის.
ამ ხუთმა მწვრთნელმა სამახსოვრო ფოტო გადაიღო “ბარსელონას” უმთავრეს სტადიონზე, ანუ “კამპ ნოუზე”. სურათის გადაღებაში მონაწილეობა “მიიღეს”: ხოსეპ გვარდიოლამ, ჩავი პასკუალმა(Regal FCB), ფერნან პუხალტემ, მარკ კარმონამ და პასკუალმა (FCB Borges).
ეს შეხვედრა და სამახსოვრო პოტოს გადაღება არ არის პირველი შემთხვევა. სწორედ ასეთი “პროექტი” ხელმძღვანელობამ 2009 წელს მოაწყო, სურათის გადაღება ასევე “კამპ ნოუზე” შედგა, იგი მუზეუმში განკუთვნილ და ღირსეულ ადგილს იკავებს. სწორედ ასეთ ადგილს დაიკავებს დღეს გადაღებული ფოტოც, რომელშიც მონაწილეობა “ბარსელონას” 5 სახეობის სხვადასხვა მწვრთნელმა მიიღო.



