ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც მეორეადგილოსანი “ვალენსია” ლიდერ “ბარსელონას” უმასპინძლებს, არბიტრად გამოცდილი იგნასიო იგლესიას ვილიანუევა დანიშნა.
42 წლის არბიტრს “ბარსელონას” შეხვედრაში 15-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 12-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს, 49 გოლი გაიტანეს და 14 გაუშვეს. ამ 15 შეხვედრაში ვილიანუევამ “ბარსას” ფეხბურთელებს 20 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ვილიანუევას მსაჯობით ჩატარებული 13 მატჩიდან “ვალენსიამ” 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 5 წააგო, გაიტანა 15 და გაუშვა 20 გოლი. არბიტრმა “ვალენსიას” ფეხბურთელებს 46 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა.
“ბარსელონასა” და “ვალენსიას” დაპირისპირებაში ვილიანუევამ მონაწილეობა ერთხელ მიიღო. 2016 წლის 3 თებერვალს, კატალონიელებმა “ღამურები” 7:0 გაანადგურეს.




ბუჩქები თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს დაცვის ხაზი ვალენსიას თან
[quote][/quote]imedia barsa moigebs
მახსოვს ეგ თამაში. იფრინა ბარსამ. ეგეთი ბარსა მომენატრა. ფრენა ფრენით რო იგებდა 6-0 ებს. ეხლა ვალვერდეს ურჩევნია ეგ 6 გოლი 6 თამაშში გაიტანოს და 1-0 მოიგოს ყველა. შედეგი კარგია მარა ატლეტიკოთ ნუ ვიქცევით. სანახაობაც გვინდა