“ბარსელონა” იძულებული გახდა თავისი მთავარი სპონსორებისთვის, “ნაიკისთვის” და “რაკუტენისთვის”, კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია წერილობით გაეზიარებინა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
მადრიდული წყაროს ცნობით, Nike-ს მწარმოებლებმა კატალონიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “ბარსელონას” პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს. კლუბისთვის მსგავსი მოთხოვნა არ გაუგზავნია Rakuten-ს, მაგრამ “ბარსამ” წერილი იაპონურ კომპანიასაც გაუგზავნა.
წერილში ის პოზიცია იყო დაფიქსირებული, რომელსაც “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ საჯაროდ გამოხატავს: “ბარსელონა” პოლიტიკური სტაბილურობის მომხრეა.
როგორც იცით, პირველ ოქტომბერს, კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი გაიმართა, რომელიც ესპანეთის სასამართლომაც და ქვეყნის მთავრობამაც უკანონოდ სცნო. ამჟამად, რეგიონში პოლიტიკურად არასტაბილური ვითარებაა და ბოლომდე არც ისაა გადაწყვეტილი, თუ რომელ ჩემპიონატში ითამაშებს “ბარსელონა” კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდებათ იმ კომპანიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც დაგვაფინანსებენ.