workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაქსველი – 995 წუთით მეტი, ვიდრე შარშან

მაქსველი – 995 წუთით მეტი, ვიდრე შარშან

ეს ფეხბურთელი ბარსელონაში ყველასგან უჩუმრად ჩამოვიდა. მისმა “უჩუმარმა” ჩამოსვლამ კი პრესისგან არც თუ ისე დიდი ყურადღება დაიმსახურა, მაგრამ მისი დისციპლინის, მუშაობისა და ყოველდღიური ზრდის შედეგად მან პეპ გვარდიოლას ნდობა მოიპოვა, რამაც მისი სათამაშო დროის გაზრდაზეც იმეტყველა. საუბარი ბრაზილიელ მცველზე, მაქსველზეა…

ამ სეზონში, მაქსველს “ბარსას” მაისურით “ლა ლიგაში” 1,246 წუთი აქვს გატარებული, 277 წუთი “ჩემპიონთა ლიგის” შეხვედრებს დაუთმო, ხოლო 523 “სამეფო თასის” მატჩებს. თუ შარშანდელ სეზონს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ დროისთვის მაშინ ბრაზილიელს ქვეყნის ჩემპიონატში მოედანზე 777 წუთი ქონდა გატარებული, 4 წუთი ევროტურნირზე, ხოლო 270 ქვეყნის თასზე. 995 წუთით ნაკლები, ვიდრე ახლა…

გუნდში ყველაზე მეტი დრო მოედანზე ინიესტას აქვს გატარებული. მის ანგარიშზე 2,704 წუთია. მას კი უკან მესი, პიკე, ალვეში, ვილია, ვალდესი, პედრო, ჩავი, ბუსკეტსი, აბიდალი და მაქსველი მოსდევენ. ამ უკანასკნელს კი წელს უფრო მეტი სათამაშო დრო აქვს, ვიდრე პუიოლს, კეიტას, ან მაშერანოს. “სამეფო თასის” პირველ შეხვედრაში, რომელშიც კატალონიელები “სეუტას” უპირისპირდებოდნენ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლის გატანაც კი შეძლო.

ჩამონათვალი:

ინიესტა – 2.704 წთ.
მესი – 2.653
პიკე – 2.607
ალვეში – 2.593
ვილია – 2.495
ვალდესი – 2.442
პედრო – 2.365
ჩავი – 2.261
ბუსკეტსი – 2.256
აბიდალი – 2.158
მაქსველი – 2.046

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში