მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში “ბარსელონელებმა” გაიბრწყინეს

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში “ბარსელონელებმა” გაიბრწყინეს

გუშინ, ესპანეთის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა. შეხვედრამ განსაკუთრებით კარგად ჩაიარა “ბარსელონას” წარმომადგენლების, კერძოდ კი ჟორდი ალბას და ანდრეს ინიესტასთვის.

ცენტრალურ ამერიკელთა განადგურება სწორედ ალბამ დაიწყო, რომელმაც ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე გახსნა დავიდ სილვას პასის შემდეგ. სილვამ ამის შემდეგ დუბლი შეასრულა, გაიტანა ასევე ალვარო მორატამაც, საბოლოო ანგარიში კი ანდრეს ინიესტამ დააფიქსირა.

ინიესტა, რომელსაც მოედანზე 90 წუთის გატარების საშუალება ხშირად არ ეძლევა, შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მატჩში მონაწილეობა მიიღო კიდევ ორმა “ბარსელონელმა”, ჟერარ პიკემ და სერხიო ბუსკეტსმა. ორივე მათგანი ხულენ ლოპეტეგიმ მოედნიდან მეორე ტაიმში გაიყვანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Magician
    schedule 14 ნოე 2017, 15:30

    "ციყვი" რა კაცია, მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა!

  • Anthony Martial
    schedule 12 ნოე 2017, 14:57

    მიდით ბიჭებო აბა თქვენ იცით

  • Don vinton
    schedule 12 ნოე 2017, 14:30

    iniesta sikvastan ertad sauketeso iyo