“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერის, ლუის სუარესის გამოსვლა ბოლო დროს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სპორტულმა გამოცემებმა უკვე დაიწყეს იმ ფეხბურთელთა დასახელება, რომლებსაც ურუგვაელის შეცვლა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ სუარესი უახლოეს მომავალში ვერ მოუმატებს.
ანტუან გრიზმანი
გრიზმანის “ატლეტიკოდან” წასვლაზე საუბრები უკვე დიდი ხანია მიდის, გასულ ზაფხულს კი ფრანგს ყველაზე აქტიურად “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ. თუმცა, გრიზმანმა წასვლაზე უარი თქვა, ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ მას მადრიდული კლუბის დასუსტება არ სურდა, რადგან სანქციების გამო ის შემცვლელის შეძენას ვერ მოახერხებდა. 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კი გრიზმანს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეეძლება დატოვოს “ატლეტიკო”, რადგან სანქცია უკვე გაუქმებული იქნება, ხოლო თუ საქმე “ბარსას” და “წითელ ეშმაკებს” შორის არჩევანის გაკეთებაზე მიდგა, დიდი ალბათობით ფრანგი სწორედ კატალონიას მიაშურებს.
პაულო დიბალა
ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდი გავრცელებული ინფორმაციების თანახმად ტურინის “იუვენტუსში” თავს ძალიან კარგად გრძნობს, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა და თუ “ბარსელონა” მის შეძენას ისევ შეეცდება, კატალონიელებს მისი გადმობირების შანსი კვლავ ექნებათ. რა თქმა უნდა, “ბებერი ქალბატონი” დიბალას სანაცვლოდ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხას მოითხოვს, მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არაა: არგენტინის ნაკრებში დიბალა ლიონელ მესის გვერდიგვერდ თამაშს კარგად ვერ ახერხებს, მესის შეცვლა ჯერ საჭირო არაა, სათადარიგოთა სკამისთვის კი დიბალას შეძენას დიდი აზრი არ ექნება. ალბათ, ვალვერდე დაელოდება მსოფლიო ჩემპიონატს, ნახავს, როგორ შეუწყობს არგენტინელთა მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ამ ფეხბურთელებს ერთმანეთს და შემდეგ გადაწყვიტავს, ღირს თუ არა პაულო დიბალასთვის ბრძოლა.
ანტონი მარსიალი
მარსიალი ჯერჯერობით ნამდვილად არაა იმ დონის ფეხბურთელი, როგორც ორი ზემოთ ნახსენები ვარსკვლავი, მაგრამ ძალიან ბევრი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი გუნდის, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა, ფრანგი ფეხბურთელი კლუბის შეცვლაზე კატეგორიულ უარს ნამდვილად არ უნდა ამბობდეს. მითუმეტეს, თუ მის შეძენას ისეთი გუნდი ცდილობს, როგორიც “ბარსელონაა”. მისი ფასი ნამდვილად არ იქნება იმდენი, რამდენიც სხვა სუპერვარსკვლავების, თანაც “ბარსას” დონის არცერთი კლუბი მისი შეძენით ჯერჯერობით სერიოზულად არ დაინტერესებულა.
ანდრეა ბელოტი
ბოლო პერიოდში 23 წლის იტალიელი ფეხბურთელი “ტორინოს” შემადგენლობაში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც მთავარია, მას ყველაზე კარგად გოლების გატანა გამოსდის, ასეთი მოთამაშე კი “ბარსელონას” ნამდვილად სჭირდება. მისი გადმობირება დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან “ტორინოდან” მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადასვლა იტალიელის კარიერაში უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და თავად ბელოტი ამას კარგად უნდა ხვდებოდეს, ამასთან ერთად მისი შეძენა “ბარსას” ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე დაბალ ფასად შეეძლება.
მარსიალი თუ მოვიდა ვინგერად უნდა მოვიდეს.მარცხენა ფლანგი ჩამკვდარია.დემბელე და მარსიალი მაგარ ბრძოლას გააჩაღებენ.მოკლედ მარსიალი მინდა ძაან და მარსიალი თუ არა ტიმო ვერნერი
გრიზმაან გელიიიიიიიიიიიიიიიი
barsaastvis yvelaze misagebi da realuri varianti aris marsialis tavisi tamashis stilit da satamasho poziciit. room gaizaxit dibalas da grizmans orive centr forcardia mati satamasho ariali aris centri an cota qvevit daweulebi iwyeben shedevas rac chven ar gvchirdebaa . barsas am momentshi yvelaze metad unda marcxena shemtevi es flangis aris chamkvdaro xalxo veraferi ver mouxerxa valmdiam ase rom privilegia aris .arcxena forvardi.
არავინ არ გვინდა დრო უნდა ლუის და გაიხსნება 1ან2 გოლი უშველის აუცილებლად
ბელოტი კარგია მარა ყველაზე ნაკლებადაა ბარსას სტილი. შანსიც რო ესპანეთში გაამართლოს ცოტაა. არაა ისეთი მოძრავი ფორვარდი, უფრო 9 იანია, რომელიც მესისთან ვერ შეთამაშდება. საკუთარ თავზე თამაშI რო უყვარს ეგეთია რა. ამათგან მესისთან დუეტში გრიზმანი იდეალური იქნებოდა. თან უნივერსალია, ტოპ ფეხბურთელი რომელსაც ჯერ არაფერი მოუგია და წყურია ტიტულები, + მაგას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და მწვრთNელს საქმეს გაუადვილებს. მარსიალი მარცხენა ვინგერი უფროა ვიდრე 9 იანი, ამიტო მაგის ყიდვით არაფერიდაშავდება, მაგას ცენტრფორვარდებთან ერთადაც შეუძლია თამაში. ჩემი აზრით სტაბილური არაა თორე სხვა ყველაფერი აქვს იმისთვის რო მბაპეს თუნდაც არაფრით ჩამოუარდებოდეს.
ბელოტი მაგარია
გრიზმანიშე მოიყვანონ და ბელოტიც შეცვლაზე არმინდაეს კოუ და მომკალი ://///
დიბალა ბელოტი
ბელოტის ფასი თუ დაბალი გგონიათ ცდებით :დ მილანს უნდოდს წინა წელს შეძენა და 100 მილიონს აე დავაკლებთო ტორინოს პრეზიდენტმა. ამ ვარიანტებიდან გრიზმანის და მარსიალის შეძენა უფრო რეალურია.
ბელოტიც ძაან კარგია გრიზმანი გამოცდილია და ლა ლიგაშიც ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მე მაინც ამ ორს ავირჩევდი ენტონის ტალანტის მიუხედავად. ან იკრადიც