“იუვენტუსი” “ბარსელონას” პორტუგალიელი ნახევარმცველით, ანდრე გომეშითაა დაინტერესებული, იტყობინება Tuttosport.
იტალიურ კლუბს სურს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ანდრე არენდით აიყვანოს და გამოსყიდვის უფლება მოიპოვოს. კატალონიელები, თავის მხრივ, მზად არიან პორტუგალიელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გომეშის თამაშით “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდეა უკმაყოფილო.




რა არენდა პირდაპირ მივყიდოთ