თქვენ უკვე იცით, რომ “ბარსელონასა” და ბელგიის ნაკრების მცველს, ტომას ვერმალენს კარიერის “ინტერში” გაგრძელების ვარიანტი აქვს. გამოცემა Mundo Deportivo, Tutto Mercato-ზე დაყრდნობით, გარკვეულ დეტალებს ავრცელებს.
“ინტერის” თავკაცს, ლუჩიანო სპალეტის დაცვაში კონკურენციის გასაზრდელად ვერმალენის არენდის წესით აყვანა სურს. ბელგიელი “ბლაუგრანას” რიგებში მინიმალურ სათამაშო პრაქტიკას იღებს.
იტალიურ კლუბს სურს, რომ ტომასი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აიყვანოს. შეგახსენებთ, რომ ვერმალენს სპალეტისთან აქამდეც უმუშავია (“რომა”, 2016/17).




ვერმალენი უნდა გავყიდოთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.არანაირი არენდა.